დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ნებართვებისა და ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №135 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 182 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 21/04/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110427007, 27/04/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360090000.10.003.016342 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №182
2011 წლის 21 აპრილი
ქ. თბილისი
„ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ნებართვებისა და ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №135 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ნებართვებისა და ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №135 დადგენილებით (სსმ III, №94, 12/08/2005) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. ნებართვის მისაღებად წარსადგენი საბუთები
ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) წარუდგენს წერილობით განცხადებას. ნებართვის მიღების თაობაზე განცხადების წარდგენა, განხილვა და წარმოებაში მიღება ხორციელდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით დადგენილი წესით.“.
2. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. სანებართვო და სალიცენზიო მოწმობის ფორმა
სანებართვო და სალიცენზიო შემოწმების ფორმა განისაზღვრება საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები