`სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე~ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
`სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე~ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 181
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/04/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110427006, 27/04/2011
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.016341
  • Word
181
21/04/2011
ვებგვერდი, 110427006, 27/04/2011
470230000.10.003.016341
`სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე~ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 181

2011 წლის 21 აპრილი

ქ. თბილისი

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის 385 დადგენილებაში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ

 მუხლი 1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ქვეპუნქტისა და ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის 385 დადგენილებით (სსმ, 2010 წელი, 168) დამტკიცებულ სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ (დანართი 1) და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ (დანართი 2) დებულებებში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილებები:

1. 1 დანართის:

ა) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

5. ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფ და ფუნქციონირებად სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლებზე არ ვრცელდება ამ დანართის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით, იმავე მუხლის მე-7 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული დებულებები.“;

ბ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ფართობის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფ და ფუნქციონირებად სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის შემთხვევაში – ინფორმაცია ობიექტის ადგილსამყოფელის შესახებ;“;

გ) მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფ და ფუნქციონირებად სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლების მიერ ლიცენზიის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში შესაბამის საქმიანობაზე ლიცენზიის გაცემის მოთხოვნის შესახებ განაცხადის 2011 წლის 1 ივნისამდე შეტანის შემთხვევაში შესაბამისი ლიცენზია გაიცემა განაცხადის შეტანიდან 5 სამუშაო დღეში და ლიცენზიის მფლობელი ჩაითვლება ლიცენზირებულად 2010 წლის 1 დეკემბრიდან.“;

დ) 12 დანართის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

5.

პერსონალს უნდა ჰქონდეს შესაბამისი სერტიფიკატი/კვალიფიკაცია კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად; რეფერალური ტრანსპორტირებისას, კრიტიკული მდგომარეობის მართვის განხორციელების შემთხვევაში _ სპეციალიზებული ბრიგადა

არ მოეთხოვება „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე

მყოფ და ფუნქციონირებად ლიცენზიის მაძიებელ დაწესებულებებს

6.

ფუნქციონირებადი ავტოსატრანსპორტო საშუალებები როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ადგილზე აღმოჩენისათვის, ისე ტრანსპორტირებისათვის შემდეგი აღჭურვილობით:

6.1–6.10 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები არ მოეთხოვება „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფ და ფუნქციონირებად ლიცენზიის მაძიებელ დაწესებულებებს..

 

2. 2 დანართის:

ა) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სტაციონარული დაწესებულების ნებართვის მაძიებელმა ნებართვის მისაღებად, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებთან ერთად, უნდა დააკმაყოფილოს საერთო სანებართვო პირობები და, საქმიანობის შესაბამისად, – დამატებითი სანებართვო პირობები 21 დანართის მიხედვით, გარდა ამ მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისისა.“;

ბ) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფ და ფუნქციონირებად სამედიცინო საქმიანობის ნებართვის მაძიებლებზე არ ვრცელდება ამ დანართის მე-3 მუხლის მე-4, მე-8 პუნქტებით, მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დებულებები.“;

გ) 2 დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი:

     „მუხლი 31. ნებართვის სხვა პირისათვის გადაცემა

1. ნებართვის მფლობელი უფლებამოსილია სტაციონარული დაწესებულების ნებართვა საკუთრებაში გადასცეს სხვა პირს.

2. ნებართვის მფლობელი და ნებართვის მიმღები ვალდებულნი არიან ნებართვის გადაცემისას ნებართვის გამცემს წარუდგინონ განაცხადი, რომელსაც დართული უნდა ჰქონდეს:

ა) კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერები. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები;

ბ) ნებართვის გადაცემის დამადასტურებელი შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტაცია.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციის სრულად წარდგენიდან 5 სამუშაო დღეში სააგენტოს შეაქვს ცვლილებები სანებართვო რეესტრში და გასცემს შესაბამის სანებართვო მოწმობას.

4. ნებართვის მიმღები ვალდებულია შეასრულოს ნებართვით გათვალისწინებული სანებართვო პირობები მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.;

დ) მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) ფართობის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფი და ფუნქციონირებადი სამედიცინო დაწესებულების შემთხვევაში – ინფორმაცია ობიექტის ადგილსამყოფელის შესახებ;“;

ე) მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. იმ სერვისების განმახორციელებელ პირებს, რომელთა ლიცენზიის მოწმობა, ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტომატურად გადაიცვალა სტაციონარული დაწესებულების ნებართვის მოწმობაზე, ანდა ამ დებულების 31 მუხლის შესაბამისად წარმოადგენს ახალ მფლობელს, ახალი სანებართვო რეჟიმით დადგენილი განსხვავებული პირობების დასაკმაყოფილებლად განესაზღვროთ ვადა 2011 წლის 31 დეკემბრამდე, თუ სამედიცინო საქმიანობის განხორციელების მიზნით შესაბამისი პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოს (საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს) და ამ ქონების შემძენს (ინვესტორს) შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით სხვა ვადა არ არის გათვალისწინებული.“;

ვ) მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფ და ფუნქციონირებად სამედიცინო საქმიანობის ნებართვის მაძიებლების მიერ ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში შესაბამის საქმიანობაზე ნებართვის გაცემის მოთხოვნის შესახებ განაცხადის 2011 წლის 1 ივნისამდე შეტანის შემთხვევაში, ამ დადგენილებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, შესაბამისი ნებართვა გაიცემა განაცხადის შეტანიდან 5 სამუშაო დღეში და ნებართვის მფლობელი ჩაითვლება ნებართვის მქონედ 2010 წლის 1 დეკემბრიდან.“;

ზ) 21 დანართის 26-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

 

26.

 

სამედიცინო პერსონალი, რომელთა სერტიფიკატი/კვალიფიკაცია აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს

არ მოეთხოვება „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფ და ფუნქციონირებად სამედიცინო საქმიანობის ნებართვის მაძიებელ დაწესებულებებს..

 

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი      ნ. გილაური