უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ საქართველოს მიერ გაფორმებული შეთანხმებების შესრულების თაობაზე

უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ საქართველოს მიერ გაფორმებული შეთანხმებების შესრულების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 225
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 26/04/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110426044, 26/04/2011
სარეგისტრაციო კოდი 480140010.08.002.016215
225
26/04/2011
ვებგვერდი, 110426044, 26/04/2011
480140010.08.002.016215
უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ საქართველოს მიერ გაფორმებული შეთანხმებების შესრულების თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №225

2011 წლის 26 აპრილი

ქ. თბილისი

უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ საქართველოს მიერ გაფორმებული შეთანხმებების შესრულების თაობაზე

1. ,,საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ 2010 წლის 22 ნოემბერს ქ. ბრიუსელში ხელმოწერილი შეთანხმებისა და საქართველოს მიერ სხვა ქვეყნებთან გაფორმებული უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმების (შემდეგში ადმისიის შეთანხმება) შესრულების მიზნით უფლებამოსილ ორგანოდ განისაზღვროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განახორციელოს ევროკავშირის წევრ და სხვა სახელმწიფოების ტერიტორიაზე რეადმისიას დაქვემდებარებულ პირთა საქართველოში დაბრუნების ორგანიზაციული და პროცედურული საკითხები.

3. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ითანამშრომლონ საქარველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან რეადმისიის შეთანხმებით ნაკსრი ვალდებულებების შესასრულებლად და აღნიშნულის უზრუნველსაყოფად ამ ბრძანებულების ამოქმედებიდან ერთ თვეში უზრუნველყონ შესაბამისი ერთობლივი ბრძანების შემუშავება და გამოცემა.

4. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. სააკაშვილი