დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენისა და ტერიტორიული ზონირების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №6 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12 |
| დოკუმენტის მიმღები | წყალტუბოს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 15/04/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110426043, 02/05/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/03/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.122.016062 |
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №12
2011 წლის 15 აპრილი
ქ. წყალტუბო
„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენისა და ტერიტორიული ზონირების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №6 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად:
1. „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენისა და ტერიტორიული ზონირების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №6 დადგენილების (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ ვებგვერდი www. matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.122.016054 თარიღი 18.03.2011 წელი) მე-5 და მე-6 პუნქტები შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11), კანონმდებლობით დადგენილი წესით;
6. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
2. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №6 დადგენილებით დამტკიცებული №2 დანართის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში შემავალი ქვეპუნქტები შეიცვალოს და გაიმართოს იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით შემდეგნაირად:
გ.ა) ცენტრალური ზონისათვის – 1,3-ს;
გ.ბ) შუალედური ზონისათვის – 1-ს;
გ.გ) პერიფერიული ზონისათვის – 0,7-ს.
3. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს ზაზა მეტრეველს.
4. დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ.№11) კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საკრებულოს თავმჯდომარე მ. საღარეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები