ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის N6 დადგენილებაში – „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური შესყიდვებისა და მატერიალურ–ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის N6 დადგენილებაში – „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური შესყიდვებისა და მატერიალურ–ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 35
დოკუმენტის მიმღები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 15/04/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110426037, 03/05/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 14/08/2014
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.114.016057
  • Word
35
15/04/2011
ვებგვერდი, 110426037, 03/05/2011
010260020.35.114.016057
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის N6 დადგენილებაში – „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური შესყიდვებისა და მატერიალურ–ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი

 ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №35

2011 წლის 15 აპრილი

დაბა ჩოხატაური

,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №6 დადგენილებაში  ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

საკრებულომ დაადგინა:

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №6 დადგენილებაში „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ შეტანილ იქნს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების პრეამბულაში სიტყვა „უზრუნველყოფს“ შეიცვალოს სიტყვით „განსაზღვრავს“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი თავი აღინიშნოს შემდეგი რედაქციით: „თავი I”.

3. პირველი მუხლის 1.2 პუნქტში სიტყვები „მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტის“ შეიცვალოს სიტყვებით „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების“.

4. დებულების 1-ლი მუხლის 1.5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით

 „1.5 სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით“ საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს კანონით „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და „საქართველოს სხვა კანონებით და კანონქვემდებარე აქტები.

5. დადგენილებით დამტკიცებული დებულებიდან ამოღებული იქნს 1-ლი მუხლის 1.6 პუნქტი.

6. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის

2.11 პუნქტიდან ამოღებულ იქნს სიტყვა და „და ტერიტორიული ორგანოების“.

7. დებულების მე-2 მუხლის 2.12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით

„2.12 მოქმედი კანონმდებლობით და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობების პირების სამართლებრივი აქტებით განხორციელებული სხვა ფუნქციების განხორციელება.“.

8. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის 3.4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით

„3.4 სამსახურის უფროსს და სამსახურის მოხელეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.

9. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის 7.2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით“.

„7.2 სამსახურის ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

10. დადგენილება ძალაშია არსებული წესით გამოქვეყნებისთანავე.

 საკრებულოს თავმჯდომარე ა. ხუნდაძე