დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის N3 დადგენილებაში – „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 32 |
| დოკუმენტის მიმღები | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 15/04/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110426034, 03/05/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 14/08/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.114.016054 |
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №32
2011 წლის 15 აპრილი
დ. ჩოხატაური
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №3 დადგენილებაში – ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე
საკრებულომ დაადგინა:
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №3 დადგენილებაში – ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომელსაც ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი. სამსახურის უფროსის არყოფნისას ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში სამსახურის უფროსის მოვალეობა გამგებლის დავალებით ეკისრება ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოებისა და საინფორმაციო განყოფილების უფროსს”.
2. დადგენილება ძალაშია არსებული წესით, გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. ხუნდაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები