ხულოს მუნიციპალიტეტში ქონების გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

  • Word
ხულოს მუნიციპალიტეტში ქონების გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 24
დოკუმენტის მიმღები ხულოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 18/04/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110426019, 29/04/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 23/03/2012
სარეგისტრაციო კოდი 200130000.35.136.016063
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
24
18/04/2011
ვებგვერდი, 110426019, 29/04/2011
200130000.35.136.016063
ხულოს მუნიციპალიტეტში ქონების გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
ხულოს მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (29/04/2011 - 15/03/2012)

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო

დადგენილება №24

2011 ლის 18 აპრილი

დაბა ხულო

ხულოს მუნიციპალიტეტში ქონების გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, აგრეთვე საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7, 204-ე მუხლების, ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის 25-ე მუხლისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკემბრის 394 დადგენილების შესაბამისად, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. შემოღებულ იქნ ს ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი;

2. განისაზღვროს ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის განაკვეთები, თანახმად დანართისა;

3. ამ დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხულოს მუნიციპალიტეტში ქონების გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 იანვრის №8 დადგენილება (სსმ 16.02.2011წ. ).

4. ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                ნ. თავართქილაძე

 

დანართი

ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის განაკვეთები

1. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის დასაბეგრ ქონებაზე, გარდა მიწისა, გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების ღირებულების 1%-ის ოდენობით.

2. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე (გარდა მიწისა) გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების (გამოანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსათვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით) 1%-ის ოდენობით.

3. ფიზიკური პირისთვის დასაბეგრ ქონებაზე, გარდა მიწისა, გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,05%;

ბ) 100 000 ლარისა და მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.8%.

4. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი დადგინდეს წელიწადში ერთ ჰექტარზე გაანგარიშებით, ლარებში:

ა) ბუნებრივი საძოვრებისათვის 10 ლარი ჰექტარზე;

ბ) გაკულტურებული საძოვრებისათვის 15 ლარი ჰექტარზე;

გ) ბუნებრივი სათიბებისათვის 16 ლარი ჰექტარზე;

დ) გაკულტურებული სათიბებისათვის 19 ლარი ჰექტარზე;

ე) სახნავი მიწებისათვის (კარგი) 60 ლარი ჰექტარზე;

ვ) სახნავი მიწებისათვის (მწირი) 52 ლარი ჰექტარზე;

ზ) ყოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეებისათვის 20 ლარი ჰექტარზე;

თ) ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირებისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწებისათვის 3 ლარი ჰექტარზე.

5. წყალმომარაგების მომსახურების გამწევი საწარმოსთვის/ორგანიზაციისათვის დასაბეგრ ქონებაზე (გარდა მიწისა) ქონების გადასახადის განაკვეთი განისაზღვროს 0,1 %-ის ოდენობით.

6. ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტერიტორიული კოეფიციენტი განისაზღვროს 1, კურორტ ბეშუმისა 1.5 ოდენობით.

7. ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 1 კვ.მ არ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადი განისაზღ როს 0.24 ლარის, კურორტ ბეშუმისა 0.36 ლარის ოდენობით.

9. გადასახადისაგან გათავისუფლება:

ა) მრავალსართულიან (მრავალბინიან) საცხოვრებელ კორპუსებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთი;

ბ) ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთი;

გ) ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთი.