თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ

  • Word
თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები თელავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 20/04/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110426018, 28/04/2011
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.163.016040
  • Word
11
20/04/2011
ვებგვერდი, 110426018, 28/04/2011
190020020.35.163.016040
თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ
თელავის მუნიციპალიტეტი

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №11

2011 წლის 20 აპრილი

ქ. თელავი

თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე,

1. დამტკიცდეს თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების განაწილების წესი (დანართი 1);

2. დამტკიცდეს თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის ხარჯთაღრიცხვის ცვლილებების ცნობა (დანართი 2);

3. დადგენილების ძალაში შესვლის დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 30 აპრილის 23 დადგენილება „თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“;

4. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე;

5. დადგენილების გასაჩივრება შესაძლებელია თელავის რაიონულ სასამართლოში (ქ. თელავი, დავით აღმაშენებლის გამზირი 41) უშუალო ზიანის მიყენებიდან სამი თვის ვადაში.

საკრებულოს თავჯდომარე            ნ. ხუცაიძე

 

დანართი №1

თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების გადანაწილების წესი

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების გადანაწილების წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის მე-2 ნაწილის უზრუნველყოფის მიზნით.

2. წესი განსაზღვრავს თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი მხარჯავი დაწესებულებებისათვის წლიური საბიუჯეტო გადწყვეტილებით გამოყოფილი ასიგნების გადანაწილების მექანიზმს.

    მუხლი 2. თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების გადანაწილების ძირითადი პრინციპები.

1. თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების გადანაწილება შეიძლება განხორციელდეს:

ა) მუნიციპალიტეტის დაფინანსებაზე მყოფ ერთი მხარჯავი დაწესებულებიდან სხვა მხარჯავ დაწესებულებაზე დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანით;

ბ) მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდექსს შორის საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების შეუტანლად.

2. ასიგნების გადანაწილების მომენტისათვის გასულ კვარტალში არსებული ასიგნება არ ექვემდებარება ცვლილებას, გარდა თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილებებისა.

3. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დასაგეგმი წლის დაწყებამდე დაუმტკიცებლობის შემთხვევაში გამგეობა უფლებამოსილია მხარჯავ დაწესებულებებზე ყოველთვიურად გასცეს თანხა არა უმეტეს გასული საბიუჯეტო წლის ასიგნების 1/12-ისა.

    მუხლი 3. თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების გადანაწილების მოთხოვნის წარდგენა, განხილვა და შესრულება

1. საბიუჯეტო წლის განმავლობაში ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნების ეფექტურად ხარჯვის მიზნით მხარჯავი დაწესებულება ბიუჯეტით მისთვის გამოყოფილი ასიგნების გადანაწილების შესახებ წარუდგენს საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს მხარჯავი დაწესებულების ხელმძღვანელის ხელმოწერით. წერილში აუცილებელია მოყვანილ იქნეს სათანადო არგუმენტაცია და დასაბუთება, მხარჯავი დაწესებულების მიერ მოთხოვნილ ასიგნებათა გადანაწილებისა და მასზე ვალდებულების არსებობის თაობაზე.

2. წლიური საბიუჯეტო გადაწყვეტილებით დამტკიცებულ ასიგნებათა გადანაწილების შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში წარმოდგენილ მოთხოვნაზე პასუხის მიღებამდე მხარჯავმა დაწესებულებამ არ უნდა წარადგინოს განაცხადი იმ ასიგნებაზე, რომელთა გადანაწილებაზე არსებობს მოთხოვნა.

3. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური განიხილავს წარმოდგენილ წერილობით მოთხოვნას და არა უგვიანეს სამი სამუშაო დღისა გამგებელს წარუდგენს შესაბამის წინადადებას ასიგნების გადანაწილების თაობაზე.

4. გამგებელი, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მოსაზრებების გათვალისწინებით, წინადადებით მიმართავს საკრებულოს თავმჯდომარეს მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილებაზე თანხმობის თაობაზე.

5. საკრებულოს თავმჯდომარის თანხმობის შემთხვევაში გამგებელი იღებს გადაწყვეტილებას მხარჯავი დაწესებულებისათვის ბიუჯეტით გამოყოფილი თანხების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის გადანაწილების შესახებ, რაზედაც გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას.

6. გამგებლის ბრძანების საფუძველზე საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ამზადებს მხარჯავი დაწესებულებისათვის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის გადანაწილების ცნობას.

7. წლიური საბიუჯეტო გადაწყვეტილებით გამოყოფილი ასიგნება ზუსტდება „ხარჯთაღრიცხვის ცვლილებების ცნობით“. ცნობა დგება სამ ეგზემპლარად, რომლის პირველი ეგზემპლარი რჩება საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ადგილობრივი ფინანსების მართვის და ხაზინის განყოფილებას, ხოლო მესამე ეგზემპლარი გადაეცემა მხარჯავ დაწესებულებას.

8. იმ შემთხვევაში, თუ მხარჯავ დაწესებულებას წლიური საბიუჯეტო გადაწყვეტილებით გათვალისწინებული ასიგნების გადამეტებით სახსრები გამოეყოფა სარეზერვო ან წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვისა და სასამართლო გადწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან, ხარჯთაღრიცხვის ცვლილებების ცნობის საფუძველზე, შესაბამისი თანხებით მცირდება აღნიშნული ფონდები და იზრდება წლიური საბიუჯეტო გადაწყვეტილებით გათვალისწინებული შესაბამისი გასაცემლები. ამ შემთხვევაში მხარჯავი დაწესებულების დაფინანსების წლიური გეგმის დაზუსტება და ასიგნების გაცემა ხორციელდება ამ წესის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად.

 

 

დანართი №2

თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო

სამსახურის ხარჯთაღრიცხვის ცვლილებების

ცნობა

 

2011 წლის

___________________________________________________________________________________

მხარჯავი ორგანიზაციის დასახელება, ორგანიზაციული კოდი

___________________________________________________________________________________

(ცვლილებების საფუძველი – დადგენილება, განკარგულება, ბრძანება)

 

2011 წლის

___________________________________________________________________________________

ცვლილებების შინაარსი

 

(ლარებში)

მხარჯავი

დაწესებულება,

პროგრამა, ღონისძიება

ორგანიზაციული

კოდი

ეკონომიკური

კლასიფიკაციის მუხლი

ცვლილებების თანხა +|–

(გადიდებული, შემცირებული)

წლიური

მათ შორის კვარტლების

მიხედვით

I

II

III

IV

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დაფარვის ან მიმართვის წყარო

I დამტკიცებული ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნება

II სარეზერვო ფონდი

III სხვა ცვლილება, ვალდებულების დაფარვა

საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი:

საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ადგილობრივი

ფინანსების მართვის და ხაზინის განყოფილების უფროსი: