„ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 თებერვლის №9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 თებერვლის №9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 27
დოკუმენტის მიმღები კასპის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 20/04/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110426012, 29/04/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 21/03/2012
სარეგისტრაციო კოდი 200230000.35.149.016056
  • Word
27
20/04/2011
ვებგვერდი, 110426012, 29/04/2011
200230000.35.149.016056
„ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 თებერვლის №9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
კასპის მუნიციპალიტეტი

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №27

2011 წლის 20 აპრილი

ქ. კასპი

,,ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 თებერვლის №9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 20-ე მუხლის შესაბამისად,

1. ,,ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 თებერვლის №9 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

    ,,მუხლი 4

სახნავი (კარგი და მწირი ხარისხის) და სხვა კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე (გარდა მე-5 მუხლით გათვალისწინებული მიწებისა) ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია – 81 ლარი.

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-5 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,ბ) საძოვრებზე (მათ შორის, გაკულტურებული საძოვრებისათვის) – 15 ლარი“.

გ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

       ,,მუხლი 9

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, ქონების გადასახადისაგან თავისუფლდება კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლებზე მიმაგრებული და მრავალბინიან სახლებში მცხოვრები ფიზიკური პირების თანასაკუთრებაში არსებული ფართობის პროპორციულად განსაზღვრული მიწის ნაკვეთები, აგრეთვე ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები“.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

   საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე                     გ. გოგოლაური