,,გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 3 აგვისტოს №22 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
,,გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 3 აგვისტოს №22 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 23
დოკუმენტის მიმღები გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 20/04/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110426009, 02/05/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 14/12/2011
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.148.016056
  • Word
23
20/04/2011
ვებგვერდი, 110426009, 02/05/2011
010260020.35.148.016056
,,გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 3 აგვისტოს №22 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
გორის მუნიციპალიტეტი

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო

დადგენილება №23

2011 წლის 20 აპრილი

ქ. გორი

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 3 აგვისტოს №22 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

1. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 3 აგვისტოს №22 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ჰ.ა“, ჰ.ბ“, ჰ.გ“, ჰ.დ“, ჰ.ე“ და ჰ.ვ“ ქვეპუნქტები:

ჰ.ა) ტურიზმისა და საკურორტო სფეროში მუნიციპალური განვითარების პროგრამებისა და პროექტების შესახებ წინადადებების შემუშავებას; აგრეთვე ახალი ტურისტული ადგილების შექმნისათვის რეკომენდაციების მომზადება და შეთავაზება;

ჰ.ბ) მუნიციპალიტეტში ტურიზმისა და საკურორტო სფეროში სტატისტიკური ინფორმაციის მოპოვება და შეგროვება;

ჰ.გ) მუნიციპალიტეტში ტურისტთა მოზიდვის მიზნით ტურისტული პოტენციალის შესახებ სარეკლამო-საინფორმაციო მასალების მომზადება;

ჰ.დ) ტურიზმისა და საკურორტო სფეროში დასაქმებულ კერძო მეწარმეთათვის სარეკლამო პროდუქციის გავრცელებაში ხელის შეწყობა;

 ჰ.ე) მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტული ინფრასტრუქტურის განთავსების საშუალებების, კვების ობიექტების, ტრანსპორტის, ბუნების ძეგლების, დაცული ტერიტორიების, არქეოლოგიური და არქიტექტურული ძეგლების, კულტურული ღონისძიებების, ფესტივალების, სახალხო დღესასწაულების და სხვა მონაცემთა ბაზის შექმნა;

ჰ.ვ) უცხოელი და ადგილობრივი ტურისტებისათვის საჭირო ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა.;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ღ“, ყ“, შ“, ჩ“, ც“ და ძ“ ქვეპუნქტები:

ღ) ტურიზმისა და საკურორტო სფეროში მუნიციპალური განვითარების პროგრამებისა და პროექტების შესახებ წინადადებების შემუშავებას; აგრეთვე ახალი ტურისტული ადგილების შექმნისათვის რეკომენდაციების მომზადება და შეთავაზება;

ყ) მუნიციპალიტეტში ტურიზმისა და საკურორტო სფეროში სტატისტიკური ინფორმაციის მოპოვება და შეგროვება;

შ) მუნიციპალიტეტში ტურისტთა მოზიდვის მიზნით ტურისტული პოტენციალის შესახებ სარეკლამო-საინფორმაციო მასალების მომზადება;

ჩ) ტურიზმისა და საკურორტო სფეროში დასაქმებულ კერძო მეწარმეთათვის სარეკლამო პროდუქციის გავრცელებაში ხელის შეწყობა;

 ც) მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტული ინფრასტრუქტურის განთავსების საშუალებების, კვების ობიექტების, ტრანსპორტის, ბუნების ძეგლების, დაცული ტერიტორიების, არქეოლოგიური და არქიტექტურული ძეგლების, კულტურული ღონისძიებების, ფესტივალების, სახალხო დღესასწაულების და სხვა მონაცემთა ბაზის შექმნა;

ძ) უცხოელი და ადგილობრივი ტურისტებისათვის საჭირო ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა“.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                         ზ. ხმალაძე