დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აქციონერთა საერთო კრების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | ს.ს"ბეჭდვითი სიტყვის კომბინატი" |
| მიღების თარიღი | 26/04/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110426005, 27/04/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
სააქციო საზოგადოება „ბეჭდვითი სიტყვის კომბინატის“ აქციონერთა მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ
სს „ბეჭდვითი სიტყვის კომბინატის“ სამეთვალყურეო საბჭოს 2011 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილების შესაბამისად, ვიწვევთ აქციონერთა საერთო კრებას 2011 წლის 18 მაისს 18 საათზე. აქციონერთა კრება ჩატარდება საზოგადოების იურიდიულ მისამართზე: ქ. თბილისი, მარჯანიშვილის ქ. №5, სართული მე-3, ოთახი 309.
სააღრიცხვო დღედ განისაზღვრა 2011 წლის 26 აპრილი. აქციონერებს აქვთ შესაძლებლობა კრებაზე თავიანთი ხმის უფლება წინასწარ შეამოწმონ საზოგადოების დამოუკიდებელ რეგისტრატორთან შპს „კავკასრეესტრი“ (იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი №74ა, ტელ: +995 32 220749).
აქციონერთა საერთო კრების დღის წესრიგი:
1. 2010 წლის წლიური შედეგების დამტკიცება.
2. საზოგადოების მიერ განთავსებული აქციების (სახაზინო აქციების) გამოსყიდვა თანახმად „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 531-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად.
3. სახაზინო აქციების ნებადართულ აქციებად გამოცხადება და დირექტორატის განსაზღვრა ორგანოდ, რომელმაც უნდა უზრუნველყოს აქციების განთავსება, ხოლო თუ განთავსება არ განხორციელდება, საწესდებო კაპიტალის შემცირება აქციათა გაუქმებით.
4. საზოგადოების წესდების ახალი რედაქციის დამტკიცება.
5. საზოგადოების მიერ აქციათა გამოსყიდვის მიზნით კრედიტების აღება.
6. საკრედიტო ვალდებულებების უზრუნველყოფა.
7. 2011 წლისათვის დამოუკიდებელი აუდიტორის არჩევა.
სამეთვალყურეო საბჭოს
თავმჯდომარე გ. სხირტლაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები