დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "საჯარო სამართლის იურიდიული პირის-საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 28 დეკემბრის №235 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 52 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 20/04/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110420022, 20/04/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 23/03/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.027.016121 |
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №52
2011 წლის 20 აპრილი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 28 დეკემბრის №235 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 28 დეკემბრის №235 ბრძანებით (სსმ III, 2010 წ., №170, მუხ. 2449) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (შემდგომში – მაცნე) არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და უზრუნველყოფს ნორმატიული აქტების ოფიციალურ გამოქვეყნებას და მათ თარგმანს ინგლისურ ენაზე.“.
2. მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მაცნეს მიზანია ნორმატიული აქტების სახელმწიფო აღრიცხვა, სისტემატიზაცია და ინგლისურ ენაზე თარგმნა, კანონმდებლობით დადგენილი წესით სამართლებრივი სისტემის საჯაროობის უზრუნველყოფა.“.
3. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის „თ1“ ქვეპუნქტი:
„თ1) საქართველოს ნორმატიული აქტებისა და სხვა დოკუმენტების, გარდა „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დოკუმენტებისა, თარგმნას ინგლისურ და/ან ქართულ ენაზე, ტერმინოლოგიური განმარტებითი ლექსიკონების შემუშავებას, ლინგვისტურ, გამოყენებით კვლევას და ექსპერტულ ანალიზს (შეფასება/ანალიზი).“.
4. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შენაარსის „თ“ ქვეპუნქტი:
„თ) მთარგმნელობითი ცენტრი.“.
5. მე-12 მუხლს დაემატოს 121 მუხლი:
„მუხლი 121. მთარგმნელობითი ცენტრი
მთარგმნელობითი ცენტრი უზრუნველყოფს:
ა) საქართველოს ნორმატიული აქტების ან სხვა ოფიციალური (არაოფიციალური) დოკუმენტების თარგმნას ინგლისურ ენაზე;
ბ) ევროკავშირის საკანონმდებლო აქტებისა და სხვა ოფიციალური (არაოფიციალური) დოკუმენტების თარგმნას ქართულ ენაზე;
გ) ტერმინოლოგიური განმარტებითი ლექსიკონების შემუშავებას, ასევე ტერმინოლოგიურ მონაცემთა ბაზების შექმნას, განახლებასა და დახვეწას;
დ) ზოგიერთ თარგმანზე ვებგვერდის მეშვეობით ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას;
ე) ლინგვისტურ, მათ შორის, ტერმინოლოგიურ, სამეცნიერო-თეორიულ და გამოყენებით კვლევას და ექსპერტულ ანალიზს (შეფასება/ანალიზი);
ვ) ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე მთარგმნელობითი საქმიანობის განხორციელებას.“.
მუხლი 2.
1. ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტები ამოქმედდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს თავმჯდომარის მიერ შესაბამისი ინდივიადუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისთანავე.
2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები