საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ხობის პროფესიული სწავლების ცენტრის ლიკვიდაციის შესახებ

  • Word
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ხობის პროფესიული სწავლების ცენტრის ლიკვიდაციის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 51/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 20/04/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110420009, 20/04/2011
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.016090
  • Word
51/ნ
20/04/2011
ვებგვერდი, 110420009, 20/04/2011
040030000.22.022.016090
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ხობის პროფესიული სწავლების ცენტრის ლიკვიდაციის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №51/ნ

2011 წლის 20 აპრილი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხობის პროფესიული სწავლების ცენტრის ლიკვიდაციის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ქვეპუნქტის და მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,მ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ

1. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხობის პროფესიული სწავლების ცენტრის ლიკვიდაცია 2011 წლის 30 აპრილამდე;

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხობის პროფესიული სწავლების ცენტრის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შემდეგ, ხობის პროფესიული სწავლების ცენტრის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო ქ. ხოის საგანმანათლებლო რესურსცენტრ.

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხობის მრავალდარგოვანი პროფესიული სასწავლებლის რეორგანიზაციისა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ხობის პროფესიული სწავლების ცენტრად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 12 ნოემბრის №1087 ბრძანება.

4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს ამ ბრძანების შესრულების მიზნით კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებების გატარება.

5. ეს ბრძანება, გარდა მე-3 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

6. ამ ბრძანების მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2011 წლის 30 აპრილიდან.

. შაშკინი