საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3086
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 26/08/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 29, 18/09/2003
ძალაში შესვლის თარიღი 02/10/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2005
სარეგისტრაციო კოდი 200.000.000.05.001.001.400
  • Word
3086
26/08/2003
სსმ, 29, 18/09/2003
200.000.000.05.001.001.400
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №32, 1997 წლის 24 ივლისი, გვ.9) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

1. 252-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ გადასახადის თანხა არ არის გადახდილი დადგენილი ვადისათვის, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია გადაიხადოს გადაუხდელი თანხის 0,15 % თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე, გადახდის ვადის დადგენილი თარიღიდან გადასახადის გადახდის თარიღამდე, გარდა ამ კოდექსის 2521 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა. ამასთან, თუ საგადასახადო ვალდებულებების შეუსრულებლობის პერიოდში გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ორგანოებში დაუფიქსირებელი საბანკო ანგარიშებიდან ახორციელებს თანხების ხარჯვას, მაშინ გადასახადის გადამხდელს სანქციის სახით, უმცირესი თანხის მიხედვით გადახდება დაუფარავი საგადასახადო ვალდებულებების საერთო თანხის ან სხვა მიზნებისათვის მიმართული თანხების 30%, ხოლო სანქციის გამოყენებიდან ერთი წლის განმავლობაში დარღვევის განმეორების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს გადახდება აღნიშნული თანხების 50%.“.

2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2521 მუხლი:

მუხლი  2521. საურავის დარიცხვა გაკოტრების ან რეაბილიტაციის რეჟიმში მყოფი საწარმოს ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებებზე

1. გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის, რეაბილიტაციის ან საგაკოტრებო მორიგების დამტკიცების შესახებ განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან შესაბამისი რეჟიმის დასრულებამდე გაკოტრების ან რეაბილიტაციის რეჟიმში მყოფ საწარმოს ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებებზე საურავი არ დაერიცხება.

2. ამ კანონის ამოქმედებისას გაკოტრების ან რეაბილიტაციის რეჟიმში მყოფ საწარმოზე ამ მუხლის პირველი ნაწილის მოქმედება ვრცელდება რეჟიმის მთელ პერიოდზე, მისი დასაწყისიდან დასრულებამდე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი                   ე. შევარდნაძე 

თბილისი,

2003 წლის 26 აგვისტო.

№3086რს