დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №248 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 235 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 19/04/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110419016, 19/04/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 25/05/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.033.016167 |
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №235
2011 წლის 19 აპრილი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №248 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №248 ბრძანებით (სსმ III, 31.03.2010, №33, მუხლი 543) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ” და „ო” ქვეპუნქტები:
„ნ) საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი;
ო) ადამიანური რესურსების დეპარტამენტი.”.
2. მე-5 მუხლის:
ა) „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) „ზ.გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) „ზ.ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
3. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი:
„ლ) ადამიანური რესურსების დეპარტამენტი:
ლ.ა) ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო;
ლ.ბ) ადამიანური რესურსების განვითარების სამმართველო.”.
4. მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის „დ” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
5. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაციით:
„მუხლი 9. იურიდიული დეპარტამენტი
იურიდიული დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) სამსახურში შემუშავებული ან სხვა ორგანოებიდან გადმოგზავნილი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა;
ბ) სამსახურის საქმიანობის მარეგულირებელი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადების ორგანიზება;
გ) განსახორციელებელი ან განხორციელებული ოპერაციის მიხედვით საგადასახადო ანგარიშგების წესების ან/და შესასრულებელი საგადასახადო ვალდებულებების თაობაზე წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემასთან დაკავშირებით სამსახურში შემოსული დოკუმენტების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
დ) სამსახურში სამართალდარღვევის საქმის წარმოებასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების და მეთოდური მითითებების შემუშავება;
ე) საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;
ზ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.”.
6. მე-10 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით:
„ბ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტების, ინსტრუქციების, მეთოდური მითითებებისა და პროცედურული სახელმძღვანელოების პროექტების მომზადება;”;
ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ3” ქვეპუნქტი:
„გ3) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტების, ინსტრუქციების, მეთოდური მითითებებისა და პროცედურული სახელმძღვანელოების პროექტების მომზადება;”.
7. მე-13 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ზ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტების, ინსტრუქციების, მეთოდური მითითებებისა და პროცედურული სახელმძღვანელოების პროექტების მომზადება;”;
ბ) მე-2 პუნქტის „ო” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ო) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტების, ინსტრუქციების, მეთოდური მითითებებისა და პროცედურული სახელმძღვანელოების პროექტების მომზადება;”;
გ) მე-3 პუნქტის „დ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტების, ინსტრუქციების, მეთოდური მითითებებისა და პროცედურული სახელმძღვანელოების პროექტების მომზადება;”;
დ) მე-4 პუნქტის „დ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტების, ინსტრუქციების, მეთოდური მითითებებისა და პროცედურული სახელმძღვანელოების პროექტების მომზადება;”;
ე) მე-5 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტების, ინსტრუქციების, მეთოდური მითითებებისა და პროცედურული სახელმძღვანელოების პროექტების მომზადება;”;
ვ) მე-6 პუნქტის „ი” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტების, ინსტრუქციების, მეთოდური მითითებებისა და პროცედურული სახელმძღვანელოების პროექტების მომზადება;”.
8. მე-14 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1” და „ე2” ქვეპუნქტები:
„ე1) სამსახურის სტრუქტურული ერთეულების მიერ მიმდინარე კონტროლის პროცედურების განხორციელებისას მათი სპეციალური ტექნიკური საშუალებებით (ვიდეომეთვალყურეობის სისტემები, ჩამწერი საშუალებები და ა.შ.) უზრუნველყოფა;
ე2) სპეციალური ტექნიკური საშუალებებით (ვიდეომეთვალყურეობის სისტემები, ჩამწერი საშუალებები და ა.შ.) მიმდინარე კონტროლის პროცედურების განხორციელების პროცესში სამსახურის სტრუქტურული ერთეულებისათვის პრაქტიკული დახმარების გაწევა;”;
ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) 33 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
9. 141 მუხლის:
ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ3” ქვეპუნქტი:
„გ3) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტების, ინსტრუქციების, მეთოდური მითითებებისა და პროცედურული სახელმძღვანელოების პროექტების მომზადება;”;
ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1” ქვეპუნქტი:
„გ1) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტების, ინსტრუქციების, მეთოდური მითითებებისა და პროცედურული სახელმძღვანელოების პროექტების მომზადება;”.
10. დაემატოს შემდეგი შინაარსის 144 და 145 მუხლები:
„მუხლი 144. საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი
საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ძირითადი ფუქციებია:
ა) დონორ ორგანიზაციებთან, უცხო სახელმწიფოების უფლებამოსილ ორგანოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან ურთიერთობის წარმოებას, ოფიციალურ მიმოწერას და მათთვის სამსახურის საქმიანობის თაობაზე ინფორმაციის მიწოდება;
ბ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება; ასევე, საერთაშორისო შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების პროექტებზე წინადადებების მომზადება;
გ) საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განხორციელებული სარეიტინგო კვლევების შესწავლა და ანალიზი, ასევე, შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;
დ) სამსახურის კომპეტენციასთან დაკავშირებულ საკითხებზე საერთაშორისო პროექტების მოძიება, მომზადება, შეთანხმება და მათი განხორციელების კოორდინაცია;
ე) საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა ევროპულ ორგანიზაციასა (IOTA) და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციაში (WCO), აგრეთვე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში სამსახურის წარმომადგენლობა;
ვ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით, მათ შორის, სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების კოორდინაცია;
ზ) საქართველოსათვის სავალდებულო ძალის მქონე საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის ხელშეწყობა, ამ მიზნით შესაბამისი წინადადებების შემუშავება;
თ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო სამართლის სტანდარტებთან, ევროპულ სამართალთან ჰარმონიზაციის მიზნით წინადადებების შემუშავება, ამ სფეროში კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების სახელმწიფო პროგრამების შესრულების კოორდინაცია, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აღიარებული საუკეთესო პრაქტიკის/რეკომენდაციების შესწავლა და ანალიზი;
ი) საერთაშორისო ფორუმებზე, კონფერენციებსა და ღონისძიებებზე, უცხოეთში სასწავლო პროგრამებსა და ტრენინგებში მონაწილე კანდიდატთა შერჩევა;
კ) მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) საინფორმაციო საკონსულტაციო სისტემაში (CEN, e-CEN) მუდმივად განახლებადი ინფორმაციის განთავსება;
ლ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.
მუხლი 145. ადამიანური რესურსების დეპარტამენტი
1. ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
ბ) საკადრო საქმისწარმოება:
ბ.ა) კომპეტენციის ფარგლებში, წარდგინებების, დახასიათება-რეკომენდაციების, ცნობების მომზადება;
ბ.ბ) სამსახურის თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება;
ბ.გ) მონაცემთა ერთიან ბაზაში საკადრო მონაცემთა შეტანა, სისტემატიზაცია და განახლება;
ბ.დ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სტატისტიკური ანგარიშების მომზადება;
ბ.ე) სამსახურის თანამშრომლებთან დაკავშირებული მონაცემების აღრიცხვა, ერთიანი რეესტრის წარმოება;
ბ.ვ) თანამშრომელთა სამსახურებრივი მოწმობების დამზადება, აღრიცხვა და გაცემა;
გ) თანამშრომელთა მოზიდვა-შერჩევა:
გ.ა) სამსახურის სამოქმედო გეგმის შესაბამისად, სამსახურის მაღალკვალიფიციური კადრებით დაკომპლექტების გეგმის შედგენა;
გ.ბ) უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებთან, დასაქმების სააგენტოებთან ურთიერთობის დამყარება;
გ.გ) სამსახურში თანამშრომელთა შერჩევის ეტაპებისა და ფორმების განსაზღვრა;
გ.დ) სტანდარტული სააპლიკაციო ბლანკებისა და თანამშრომელთა შერჩევის ინტერვიუს სქემის დამუშავება, სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად საკვალიფიკაციო ტესტების დამუშავება;
დ) სამსახურში არსებული სამუშაო ადგილების ანალიზი, სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობის მომზადება და თანამდებობრივი ინსტრუქციების დამუშავება;
ე) სამსახურის სტრუქტურის დახვეწის, საშტატო განრიგის ფორმირების თაობაზე წინადადებების მომზადება;
ვ) შრომის კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვაზე კონტროლის განხორციელება;
ზ) შრომისა და საშემსრულებლო დისციპლინის, შინაგანაწესისა და ეთიკის ნორმების მოთხოვნათა დაცვაზე კონტროლის განხორციელება;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა და საპასუხო კორესპონდენციის მომზადება;
ი) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.
2. ადამიანური რესურსების განვითარების სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) თანამშრომელთა რაოდენობის დაგეგმვა:
ა.ა) სამსახურში არსებული საკადრო რესურსის, სამსახურის თანამშრომელთა რაოდენობრივი მაჩვენებლების, ხარისხობრივი დონის, შემადგენლობისა და თანამდებობრივი გადაადგილების ანალიზი;
ა.ბ) სამსახურის სამოქმედო გეგმებიდან გამომდინარე, სამსახურში თანამშრომელთა მოზიდვის საჭიროების პროგნოზის განსაზღვრა;
ა.გ) სამსახურში სტაჟირების გავლის ორგანიზება;
ბ) თანამშრომელთა შეფასება:
ბ.ა) სამსახურის თანამშრომელთა საქმიანობის შეფასების სისტემის შემუშავება და დანერგვა;
ბ.ბ) დამტკიცებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან სამსახურის თანამშრომელთა კვალიფიკაციის შესაბამისობის დადგენა;
ბ.გ) სამსახურში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების ორგანიზება;
გ) ადამიანური რესურსების მართვის ანალიზი:
გ.ა) სამსახურის თანამშრომელთა ტრენინგის საჭიროების ანალიზის განხორციელება;
გ.ბ) სამსახურის თანამშრომელთა ტრენინგის საჭიროებათა ანალიზის გეგმის შემუშავება და შესაბამისი პროცესების ორგანიზება;
დ) თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლება:
დ.ა) სამსახურის თანამშრომელთა შრომის მოტივაციის შესწავლა, შრომის ორგანიზაციის სრულყოფა;
დ.ბ) სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად სტიმულირებისა და წახალისების ფორმების დამუშავება, შრომის ანაზღაურების ფორმების სრულყოფა;
დ.გ) სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვისა და სოციალური გარანტიების უზრუნველყოფის მიზნით, წინადადებების შემუშავება;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა და საპასუხო კორესპონდენციის მომზადება;
ვ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.”.
11. მე-19 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1” ქვეპუნქტი:
„ზ1) კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტების, ინსტრუქციების, მეთოდური მითითებებისა და პროცედურული სახელმძღვანელოების პროექტების მომზადებას;”.
12. 21-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1” ქვეპუნქტი:
„ზ1) კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტების, ინსტრუქციების, მეთოდური მითითებებისა და პროცედურული სახელმძღვანელოების პროექტების მომზადებას;”.
13. 22-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ1” ქვეპუნქტი:
„ჟ1) კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტების, ინსტრუქციების, მეთოდური მითითებებისა და პროცედურული სახელმძღვანელოების პროექტების მომზადებას;”.
14. 23-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი-ქ” ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.
15. 24-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ1” ქვეპუნქტი:
„მ1) კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტების, ინსტრუქციების, მეთოდური მითითებებისა და პროცედურული სახელმძღვანელოების პროექტების მომზადებას;”.
16. 25-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1” ქვეპუნქტი:
„ვ1) კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტების, ინსტრუქციების, მეთოდური მითითებებისა და პროცედურული სახელმძღვანელოების პროექტების მომზადებას;”.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2011 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი პ. პეტრიაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები