დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 18 აპრილის №212 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 215 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 19/04/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110419015, 19/04/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 15/06/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.08.002.016212 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №215
2011 წლის 19 აპრილი
ქ. თბილისი
„ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 18 აპრილის №212 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 18 აპრილის №212 ბრძანებულებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, 18 აპრილი, 2011 წელი) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ბრძანებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ფინანსთა სამინისტროს აკადემიის შექმნის შესახებ“;
ბ) ბრძანებულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საფინანსო აკადემიის ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ფინანსთა სამინისტროს აკადემია (შემდეგში – აკადემია).“.
2 . ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები