საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1972
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 27/02/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 21, 20/03/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 05/04/2004
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
  • Word
1972
27/02/2003
სსმ, 21, 20/03/2003
000000000.00.00.000000
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998, გვ. 236) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1.  52-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 52

1. ახალარჩეული პარლამენტი არა უგვიანეს მომდევნო წლის თებერვლისა, უფლებამოსილების მთელი პერიოდისათვის, პარლამენტის ბიუროს წარდგინებით, დადგენილებით ამტკიცებს პერსპექტიულ სამუშაო პროგრამას, რომელიც მომდევნო წლების საქმიანობის (საკანონმდებლო, საკონტროლო) განზრახულობათა ნუსხების საფუძველია.

2. მომდევნო წლის საქმიანობის განზრახულობათა ნუსხა, სასესიო პერიოდების გამოყოფით, მტკიცდება ყოველი წლის დეკემბერში, ხოლო მიმდინარე წლის საშემოდგომო სესიის საქმიანობის განზრახულობათა ნუსხის კორექტირება შეიძლება იმავე წლის ივნისში, პლენარულ სხდომაზე.

3. კანონშემოქმედებითი მუშაობის კოორდინირების მიზნით პარლამენტის ბიურო აწყობს საკონსულტაციო შეხვედრებს პარლამენტის კომიტეტების, საპარლამენტო ფრაქციებისა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. განზრახულობათა ნუსხის შედგენისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს კანონპროექტების პრიორიტეტულობა, რიგითობა, აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის წინადადებები.

4. პერსპექტიულ და წლიურ განზრახულობათა ნუსხაში ცალ-ცალკე უნდა იყოს აღნიშნული კანონპროექტები და პარლამენტის საკონტროლო საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები, შემსრულებლისა და შესრულების ვადების მითითებით.”.

2. 53-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. პარლამენტის ბიურო სესიის საქმიანობას განზრახულობათა ნუსხის საფუძველზე, მიმდინარე ცვლილებების გათვალისწინებით, ადგენს პლენარულ სხდომაზე ორკვირიანი ციკლის განმავლობაში განსახილველი კანონპროექტებისა და სხვა საკითხების ნუსხას, რომელსაც პარლამენტის აპარატი ციკლის დაწყებამდე არა უგვიანეს ერთი კვირისა ურიგებს პარლამენტის წევრებს, მომდევნო ორკვირიანი ციკლის ფარგლებში წინასწარი საკომიტეტო მოსმენისათვის გამიზნული კანონპროექტებისა და მათი მოსმენის ვადების მითითებით.”.

II. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარის მოადგილე              გ. წერეთელი

 

თბილისი,

2003 წლის 27 თებერვალი.

№1972 – IIს