დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მზღვეველის მიმართ ფულადი ჯარიმის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 22 თებერვლის N23/01 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 28/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 18/04/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110419008, 26/04/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 26/03/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 290160000.18.011.016026 |
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება №28/04
2011 წლის 18 აპრილი
ქ. თბილისი
„მზღვეველის მიმართ ფულადი ჯარიმის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 22 თებერვლის №23/01 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „მზღვეველის მიმართ ფულადი ჯარიმის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 22 თებერვლის №23/01 ბრძანებით დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის 41 პუნქტი:
„41. მზღვეველის ადგილზე შემოწმების პროცესში ეროვნული ბანკისათვის არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში, როდესაც ცდომილების ოდენობა აღემატება ამ მზღვეველის ადგილზე შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე–პრეზიდენტის განკარგულებით განსაზღვრულ არსებითობის ზღვარს, მზღვეველი ჯარიმდება დარღვევის თითოეულ ფაქტზე 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.“.
2. მე-2 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ეროვნული ბანკისათვის წარმოდგენილი ანგარიშგების ფორმაში არსებული ინფორმაციის ცვლილების და/ან ეროვნული ბანკის მითითებით დამატებითი ინფორმაციის ეროვნული ბანკისათვის წარუდგენლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.“.
3. მე-2 მუხლის მე-8 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) სხვა ნებისმიერი სახის დოკუმენტაციისა და ინფორმაციის დადგენილ ვადებში ეროვნული ბანკისათვის წარუდგენლობის თითოეულ შემთხვევაში – 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ქადაგიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები