საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1432
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/05/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 11, 16/05/2002
ძალის დაკარგვის თარიღი 25/03/2004
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
  • Word
1432
15/05/2002
სსმ, 11, 16/05/2002
000000000.00.00.000000
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 24-ე მუხლში სიტყვები „ხუთ მოადგილეს“ შეიცვალოს სიტყვით „მოადგილეებს“.

2. 103-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 103

1. პარლამენტი თავისი უფლებამოსილების ვადით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, თავის წევრთაგან, ფარული კენჭისყრით ირჩევს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეებს. თითო მოადგილე აირჩევა აფხაზეთიდან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან არჩეულ პარლამენტის წევრთაგან, მათივე წარდგინებით. თითო მოადგილე აირჩევა პარლამენტის იმ წევრთაგან, რომლებიც შედიოდნენ პარლამენტის არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე იმ პარტიების/საარჩევნო ბლოკების პარტიულ სიებში, რომლებმაც პროპორციული სისტემით გამართულ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 7 პროცენტი მაინც მიიღეს; ერთი მოადგილე დამატებით აირჩევა პარლამენტის იმ წევრთაგან, რომლებიც შედიოდნენ ზემოაღნიშნული პარტიის/საარჩევნო ბლოკის პარტიულ სიაში, თუ მისი წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა რაოდენობა პარლამენტის სრული შემადგენლობის ნახევარს აღემატება; ასეთ შემთხვევებში თითო კანდიდატის, ხოლო პარტიისათვის/საარჩევნო ბლოკისათვის, რომლის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა რაოდენობა პარლამენტის სრული შემადგენლობის ნახევარს აღემატება, – ორი კანდიდატის, წარდგენის უფლება, თავისი შემადგენლობიდან, აქვს პარლამენტის იმ წევრთა ნახევარზე მეტს, რომლებიც შედიოდნენ შესაბამის პარტიულ სიაში და არ არიან სხვა პარტიული წარმომადგენლობის საფუძველზე შექმნილი საპარლამენტო ფრაქციის წევრები. ერთი მოადგილე აირჩევა ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქებიდან არჩეულ პარლამენტის იმ წევრთაგან (თუ მათი რაოდენობა არ არის ათზე ნაკლები), რომლებიც წარდგენილი არ იყვნენ ამ მუხლში აღნიშნული პარტიების/საარჩევნო ბლოკების მიერ, იმავე წევრთა ნახევარზე მეტის წარდგინებით.

2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად წარდგენილმა კანდიდატმა ხმების სათანადო რაოდენობა ვერ მიიღო, მისი წარდგენის უფლების მქონე პარლამენტის წევრებს უფლება აქვთ წარადგინონ ახალი კანდიდატურა. თუ მანაც ვერ მიიღო ხმათა საკმარისი რაოდენობა, ორივე კანდიდატურას ერთად ეყრება კენჭი და არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც მიიღო ხმების მეტი რაოდენობა, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა. თუ ორივე კანდიდატმა ხმათა თანაბარი რაოდენობა მიიღო.“.

II. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე                        ნ. ბურჯანაძე

თბილისი,

2002 წლის 15 მაისი

№1432 – რს