საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1365
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 10/04/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 40, 26/04/2002
ძალის დაკარგვის თარიღი 05/04/2004
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
  • Word
1365
10/04/2002
სსმ, 40, 26/04/2002
000000000.00.00.000000
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

    მუხლი 1

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-3 მუხლის „რ” ქვეპუნქტში სიტყვები „(გარდა უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერებისა, სხვა კოალიციის თავმჯდომარისა)” შეიცვალოს სიტყვებით „(გარდა საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარისა, საპარლამენტო კოალიციის, უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერებისა)”.

2. 28-ე მუხლის მე-4 პუნქტში სიტყვები „საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერები, სხვა კოალიციის თავმჯდომარე” შეიცვალოს სიტყვებით „საპარლამენტო კოალიციის, უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერები”.

3. 31-ე მუხლში სიტყვები „უმრავლესობას, უმცირესობას, სხვა კოალიციას” შეიცვალოს სიტყვებით „კოალიციას, უმრავლესობას, უმცირესობას”.

4. XI თავის სათაურში სიტყვები „უმრავლესობა, უმცირესობა და სხვა კოალიცია” შეიცვალოს სიტყვებით „კოალიცია, უმრავლესობა და უმცირესობა”.

5. 41-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 41

1. საერთო პოლიტიკური შეხედულების მქონე ორ ან მეტ საპარლამენტო ფრაქციას, მათდამი მიმხრობილ პარლამენტის წევრებს, საერთო პოლიტიკური პლატფორმის საფუძველზე შეუძლიათ შექმნან საპარლამენტო კოალიცია.

2. თუ საპარლამენტო ფრაქციაში ან კოალიციაში გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა საერთო რაოდენობა გადააჭარბებს პარლამენტის წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარს, ფრაქცია ან კოალიცია იძენს საპარლამენტო უმრავლესობის სტატუსს.

3. საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა შეუძლიათ საპარლამენტო ფრაქციებს, მათდამი მიმხრობილ პარლამენტის წევრებს, რომლებიც არ არიან გაერთიანებულნი არც ერთ ფრაქციაში, ან/და საპარლამენტო კოალიციებს, თუ მათში გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა საერთო რაოდენობა გადააჭარბებს პარლამენტის წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარს.

4. საპარლამენტო უმრავლესობის შექმნის შემთხვევაში შეიძლება შეიქმნას საპარლამენტო უმცირესობა.

5. თუ საპარლამენტო ფრაქციაში ან კოალიციაში გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა საერთო რაოდენობა აღემატება საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა რაოდენობის ნახევარს, ფრაქცია ან კოალიცია თავისი მოთხოვნის საფუძველზე იძენს საპარლამენტო უმცირესობის სტატუსს.

6. საპარლამენტო უმცირესობის შექმნა შეუძლიათ საპარლამენტო ფრაქციებს, მათდამი მიმხრობილ პარლამენტის წევრებს, რომლებიც არ არიან გაერთიანებულნი არც ერთ ფრაქციაში, ან/და საპარლამენტო კოალიციებს, თუ მათში გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა საერთო რაოდენობა აღემატება საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა რაოდენობის ნახევარს.

7. საპარლამენტო კოალიცია, საპარლამენტო უმრავლესობა, საპარლამენტო უმცირესობა უფლებამოსილებას იძენენ პარლამენტის ბიუროს მიერ მათი რეგისტრაციის შემდეგ. რეგისტრაციისათვის საპარლამენტო კოალიციის ლიდერი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი ბიუროს წარუდგენენ განცხადებებს, რომლებშიც შესაბამისად აღნიშნული უნდა იყოს კოალიციის, უმრავლესობის, უმცირესობის ლიდერებისა და წევრების ვინაობა. განცხადებას თან უნდა დაერთოს კოალიციის, უმრავლესობის, უმცირესობის პოლიტიკური პლატფორმა და დებულება ხელმოწერილი შესაბამისად კოალიციის ლიდერის, უმრავლესობის ლიდერის, უმცირესობის ლიდერისა და კოალიციაში, უმრავლესობაში, უმცირესობაში გაერთიანებულ ფრაქციათა თავმჯდომარეების მიერ.

8. ინფორმაცია საპარლამენტო კოალიციის, საპარლამენტო უმრავლესობის, საპარლამენტო უმცირესობის რეგისტრაციის შესახებ ეცნობება პარლამენტს და ქვეყნდება „პარლამენტის უწყებანში”.

9. საპარლამენტო კოალიციის, საპარლამენტო უმრავლესობისა და საპარლამენტო უმცირესობის თანამდებობის პირები არიან: კოალიციის, უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერები, კოალიციის, უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერების მოადგილეები, კოალიციის, უმრავლესობისა და უმცირესობის მდივნები.

10. საპარლამენტო კოალიციის, საპარლამენტო უმრავლესობისა და საპარლამენტო უმცირესობის საქმიანობას უზრუნველყოფენ მათი აპარატები, რომლებიც იქმნება დადგენილი წესით. აპარატების საშტატო ერთეულთა რაოდენობა განისაზღვრება კოალიციაში, უმრავლესობაში, უმცირესობაში გაერთიანებულ ფრაქციათა აპარატების საშტატო ერთეულების ხარჯზე.

11. საპარლამენტო კოალიციის, საპარლამენტო უმრავლესობის, საპარლამენტო უმცირესობის უფლებამოსილებანი განისაზღვრება „საპარლამენტო ფრაქციის შესახებ” საქართველოს კანონით, ამ რეგლამენტით და მათი დებულებებით.”.

6. 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ” ქვეპუნქტში სიტყვები „უმრავლესობის, უმცირესობის, სხვა კოალიციის” შეიცვალოს სიტყვებით „კოალიციის, უმრავლესობის, უმცირესობის”.

7. 52-ე მუხლის მე-3 პუნქტში სიტყვები „უმრავლესობის, უმცირესობის და სხვა კოალიციის” შეიცვალოს სიტყვებით „კოალიციის, უმრავლესობისა და უმცირესობის”.

8. 56-ე მუხლის მე-3 პუნქტში სიტყვები „უმრავლესობას, უმცირესობას და სხვა კოალიციას” შეიცვალოს სიტყვებით „კოალიციას, უმრავლესობას და უმცირესობას”.

9. 59-ე მუხლის პირველ და მე-6 პუნქტებში სიტყვები „უმრავლესობის, უმცირესობის, სხვა კოალიციის” შეიცვალოს სიტყვებით „კოალიციის, უმრავლესობის, უმცირესობის”.

10. 66-ე მუხლის მე-4 პუნქტში სიტყვები „უმრავლესობის ლიდერი, უმცირესობის ლიდერი, სხვა კოალიციის თავმჯდომარე” შეიცვალოს სიტყვებით „კოალიციის, უმრავლესობის, უმცირესობის ლიდერები”.

11. მე-100 მუხლის პირველ პუნქტში სიტყვები „უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერები, სხვა კოალიციის თავმჯდომარე” შეიცვალოს სიტყვებით „საპარლამენტო კოალიციის, უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერები”.

12. 102-ე მუხლის მე-2 პუნქტს სიტყვის „უმრავლესობას,” წინ დაემატოს სიტყვა „კოალიციას,”, ხოლო სიტყვები „ფრაქციათა სხვა კოალიცია” ამოღებულ იქნეს.

13. 103-ე მუხლის მე-2 პუნქტს სიტყვის „უმრავლესობას,” წინ დაემატოს სიტყვა „კოალიციას,”, ხოლო სიტყვები „სხვა კოალიციას” ამოღებულ იქნეს.

14. 104-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარისა და მისი მოადგილის, საპარლამენტო კოალიციის, უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერების არჩევის წესი განისაზღვრება შესაბამისად ფრაქციის წესდებით, კოალიციის, უმრავლესობისა და უმცირესობის დებულებებით.”.

15. 107-ე მუხლის პირველ პუნქტში სიტყვები „უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერებისა, სხვა კოალიციის თავმჯდომარისა” შეიცვალოს სიტყვებით „საპარლამენტო კოალიციის, უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერებისა”.

16. 171-ე მუხლში სიტყვები „უმრავლესობის, უმცირესობის და სხვა კოალიციის” შეიცვალოს სიტყვებით „კოალიციის, უმრავლესობისა და უმცირესობის”.

17. 193-ე მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვები „უმრავლესობის, უმცირესობის და სხვა კოალიციის” შეიცვალოს სიტყვებით „კოალიციის, უმრავლესობისა და უმცირესობის”.

    მუხლი 2

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე                    ნ. ბურჯანაძე

 

თბილისი,

2002 წლის 10 აპრილი.

№1365 – IIს