საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1359
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 10/04/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 40, 26/04/2002
ძალის დაკარგვის თარიღი 05/04/2004
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
  • Word
1359
10/04/2002
სსმ, 40, 26/04/2002
000000000.00.000.000000
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 178-ე მუხლის:

ა) პირველ პუნქტს სიტყვების „იმპიჩმენტის წესით” შემდეგ დაემატოს სიტყვა „თანამდებობიდან”, ხოლო სიტყვა „ბრალდების” ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-2 პუნქტში სიტყვები „საქართველოს პრეზიდენტის მიმართ წაყენებული ბრალდება” შეიცვალოს სიტყვით „წარდგინება”, ხოლო სიტყვა „მითითებებს” – სიტყვით „ბრალდებას”;

გ) მე-3 პუნქტიდან სიტყვები „და საქართველოს პრეზიდენტისათვის წაყენებულ ბრალდებას” ამოღებულ იქნეს;

დ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დასკვნის განხილვაში პარლამენტის მოწვევით შეიძლება მონაწილეობდეს ის თანამდებობის პირი, რომლის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხიც არის აღძრული, ხოლო განხილვაზე ამ პირის დასწრების შეუძლებლობის შემთხვევაში – მისი წარმომადგენელი.”.

2. 179-ე მუხლის პირველ პუნქტში სიტყვები „საქართველოს პრეზიდენტის მიმართ ბრალდების” შეიცვალოს სიტყვებით „მიღებული დასკვნის”.

3. 181-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის, სახელმწიფო ღალატისა და სისხლის სამართლის სხვა დანაშაულის ჩადენისათვის იმპიჩმენტის წესით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, მთავრობის წევრების, გენერალური პროკურორის, კონტროლის პალატის თავმჯდომარის და ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების გადაყენების საკითხის აღძვრის უფლება აქვს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს. წარდგინება უნდა შეიცავდეს კონკრეტულ ბრალდებას შესაბამისი თანამდებობის პირის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის ან ჩადენილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნებზე. წარდგინება დასკვნისათვის გადაეცემა საკონსტიტუციო სასამართლოს ან უზენაეს სასამართლოს.”;

ბ) მე-2 პუნქტში სიტყვა „შესაბამისად” შეიცვალოს სიტყვებით „თავისი დასკვნით”.

4. რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1811 მუხლი:

„1811. წარდგინებაზე ხელმოწერათა დამოწმება ხდება სანოტარო წესით ან შემდეგნაირად: თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხის აღძვრისათვის წერილობითი მოთხოვნის – წარდგინების შედგენის შემდეგ პარლამენტის წევრი, ფრაქცია ან ფრაქციათა კოალიცია აკეთებს განცხადებას ხელმოწერათა შესრულების ადგილთან დაკავშირებით. საკითხის აღძვრიდან და შესაბამისი წარდგინების საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტში გადაცემიდან 3 დღის ვადაში კომიტეტის თავმჯდომარე ან მისი მოადგილე ამოწმებს და ხელმოწერითა და ბეჭდით ადასტურებს შესრულებული ხელმოწერების ნამდვილობას.”.

5. 182-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. კონსტიტუციურ სარჩელზე ხელმოწერათა დამოწმება ხდება რეგლამენტის 1811 მუხლის შესაბამისად.”.

6. 183-ე მუხლში სიტყვები „ერთ მეხუთედს” შეიცვალოს სიტყვებით „ერთ მესამედს”.

    მუხლი 2

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარის მოადგილე                   გ. წერეთელი

 

თბილისი,

2002 წლის 10 აპრილი.

№1359 – IIს