საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 460
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/06/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 25, 11/07/2000
ძალის დაკარგვის თარიღი 05/04/2004
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
  • Word
460
30/06/2000
სსმ, 25, 11/07/2000
000000000.00.00.000000
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 22-ე მუხლის „ლ” ქვეპუნქტში სიტყვები „ნიშნავს და პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს პარლამენტის აპარატის უფროსისა და მანდატურის კანდიდატურებს” შეიცვალოს სიტყვებით „პარლამენტის ბიუროსთან შეთანხმებით ნიშნავს და პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს საპარლამენტო დელეგაციის კოორდინატორისა და პარლამენტის აპარატის უფროსის კანდიდატურებს”.

2. რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 991 მუხლი:

    „მუხლი 991

1. პარლამენტის აპარატი უზრუნველყოფს პარლამენტში განსახილველად შეტანილი კანონპროექტების აღრიცხვას, აკონტროლებს მათი განხილვის მდგომარეობას საკანონმდებლო პროცესის განხორციელების სტადიების მიხედვით და აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ყოველკვარტალურად წარუდგენს საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე სუბიექტებს, ხოლო ყოველთვიურად – პარლამენტის ბიუროს და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს.

2. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს წარმოდგენილ ინფორმაციას. იგი უფლებამოსილია კანონპროექტის განხილვისათვის რეგლამენტით დადგენილი პროცედურების დარღვევის ფაქტების აღმოჩენის შემთხვევაში პარლამენტის შესაბამისი ორგანოებისა და თანამდებობის პირებისაგან მოითხოვოს და მიიღოს საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტები. კომიტეტი განხილვის შედეგებს სისტემატურად მოახსენებს პარლამენტს.”.

3. მე-100 მუხლის:

ა) პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „პარლამენტის მანდატური”;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „3. პარლამენტის აპარატის უფროსი არ შეიძლება იყოს პარლამენტის წევრი.”.

4. 101-ე მუხლის პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „და მანდატურს”.

5. 104-ე მუხლის მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

6. 107-ე მუხლის მე-7 პუნქტში სიტყვები „პარლამენტის აპარატის უფროსსა და პარლამენტის მანდატურს” შეიცვალოს სიტყვებით „და პარლამენტის აპარატის უფროსს”.

7. 195-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩაითვალოს მე-3 პუნქტად, ხოლო მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი:

„2. პარლამენტის აპარატის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომელთაგან ერთ-ერთი ახორციელებს აპარატის შესაბამისი სტრუქტურული საკოორდინაციო ერთეულების მიერ პარლამენტის საკანონმდებლო საქმიანობის ორგანიზაციული, სამართლებრივი და საინფორმაციო-კვლევითი უზრუნველყოფის, ხოლო მეორე – აპარატის ადმინისტრაციული მართვის კოორდინაციას.”;

ბ) მე-3 პუნქტს დასაწყისში დაემატოს სიტყვები „პარლამენტის აპარატის უფროსის მოადგილეებს”.

8. 196-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პარლამენტის აპარატის შემადგენლობაში სტრუქტურული საკოორდინაციო ერთეულების სახით შედიან დეპარტამენტები, სამსახურები და პარლამენტის კომიტეტების აპარატები, რომელთა შემადგენლობას, თანახმად დამტკიცებული საშტატო განრიგისა, შესაბამისი დეპარტამენტისა თუ სამსახურის უფროსის და კომიტეტის თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე, „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით ნიშნავს და ათავისუფლებს პარლამენტის აპარატის უფროსი.”.

9. 198-ე მუხლის პირველ პუნქტში სიტყვები „და პარლამენტის სხდომის” შეიცვალოს სიტყვებით „პარლამენტისა და კომიტეტის სხდომების”, ხოლო სიტყვა „აპარატთან” – სიტყვით „აპარატში”.

II. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარის მოადგილე             გ. წერეთელი

 

თბილისი,

2000 წლის 30 ივნისი.

N 460 – II ს