დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 268 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 03/05/2000 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 17, 12/05/2000 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/04/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.000000 |
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (პარლამენტის უწყებანი, N13-14, 8.04.1998) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. 28-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. კომიტეტი, თავისი უფლებამოსილების ვადით, ფარული კენჭისყრით, წევრთა ხმების უმრავლესობით კომიტეტის წევრებიდან ირჩევს კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესა და მოადგილეს, ხოლო ქვეკომიტეტის წევრებიდან – ქვეკომიტეტის თავმჯდომარეს. არჩეულ პირებს ამტკიცებს პარლამენტის ბიურო”.
2. 107-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესა და მოადგილეს, ქვეკომიტეტის თავმჯდომარეს გადააყენებს შესაბამისი კომიტეტი, ხოლო საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს – შესაბამისი კომისია, წევრთა ხმების უმრავლესობით, რასაც ამტკიცებს პარლამენტის ბიურო”.
II. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე გ. წერეთელი
თბილისი,
2000 წლის 3 მაისი.
№268 – IIს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები