საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 256
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/04/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 15, 25/04/2000
ძალის დაკარგვის თარიღი 05/04/2004
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
  • Word
256
20/04/2000
სსმ, 15, 25/04/2000
000000000.00.00.000000
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტს (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998) დაემატოს შემდეგი შინაარსის 191 მუხლი:

    „მუხლი 191

1. საქართველოს პარლამენტის წევრს, ამ მუხლით განსაზღვრული წესის საფუძველზე, შეიძლება მიეცეს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლება.

2. პარლამენტის წევრისათვის ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული უფლების მინიჭების საკითხის დასმის უფლება აქვს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის კომიტეტს, ფრაქციას, საგამოძიებო ან სხვა დროებით კომისიას, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია შესაბამისად კომიტეტის, ფრაქციის, კომისიის საქმიანობის ანდა კონკრეტული საკითხის შესასწავლად.

3. პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტის წევრისათვის ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული უფლების მინიჭების შესახებ წინადადებას წარუდგენს პარლამენტის ბიუროს.

4. პარლამენტის კომიტეტი, ფრაქცია, საგამოძიებო ან სხვა დროებითი კომისია მის შემადგენლობაში შემავალი პარლამენტის წევრისათვის ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული უფლების მინიჭების შესახებ წინადადებას წარუდგენს პარლამენტის თავმჯდომარეს.

5. პარლამენტის თავმჯდომარის, კომიტეტის, ფრაქციის, საგამოძიებო ან სხვა დროებითი კომისიის წინადადება მოტივირებული უნდა იყოს და შეიცავდეს პარლამენტის წევრისათვის ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული უფლების მინიჭების ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისად კომიტეტის, ფრაქციის, საგამოძიებო ან სხვა დროებითი კომისიის უფლებამოსილების ან კონკრეტული საკითხის შესწავლის ვადას.

6. პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტის ბიუროსთან შეთანხმებით იღებს გადაწყვეტილებას პარლამენტის წევრისათვის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლების მინიჭების თაობაზე და ამის შესახებ გამოსცემს ბრძანებას.

7. პარლამენტის წევრმა, რომელსაც მიენიჭა ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული უფლება, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლისას უნდა წარადგინოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანება.

8. თუ პარლამენტის წევრმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლება გამოიყენა პირადი ინტერესებისათვის, პარლამენტის თავმჯდომარე უფლებამოსილია სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის ინფორმაციის საფუძველზე, პარლამენტის ბიუროსთან შეთანხმებით ჩამოართვას პარლამენტის წევრს აღნიშნული უფლება.”.

II. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე                 ზ. ჟვანია

 

 

თბილისი,

2000 წლის 20 აპრილი

N 256 - IIს