დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 209 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 10/03/2000 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 9, 21/03/2000 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/04/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.000000 |
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. 22-ე მუხლის "ნ"-"რ" ქვეპუნქტები ჩაითვალოს შესაბამისად "ო"-"ს" ქვეპუნქტებად, ხოლო "ნ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
"ნ) პარლამენტის ბიუროსთან შეთანხმებით ნიშნავს ხაზინადართა საბჭოს წევრებს;".
2. 48-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩაითვალოს მე-2 პუნქტად და მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
"3. მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების წელს არჩევნებამდე 2 კვირის განმავლობაში, როგორც წესი, პარლამენტის პლენარული სხდომები არ ტარდება. ამ პერიოდში, საჭიროების შემთხვევაში, პლენარულ სხდომებს იწვევს პარლამენტის თავმჯდომარე თავისი ინიციატივით ან პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის მოთხოვნით, გარდა რეგლამენტის 51-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.".
3. 117-ე მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
"3. თუ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ან გენერალური პროკურორის თანამდებობაზე დასახელებულმა კანდიდატებმა ვერ მოაგროვეს საქართველოს კონსტიტუციითა და პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული საჭირო ხმათა რაოდენობა, პარლამენტს წარედგინება ახალი კანდიდატურები.";
ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
"4. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტისათვის ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა შეიძლება მხოლოდ ორჯერ.".
4. 202-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
"2. პარლამენტში საფინანსო საქმიანობას თავისი კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის, აგრეთვე ამ მიზნით შექმნილი ხაზინადართა საბჭოს მეშვეობით. ხაზინადართა საბჭო არის პარლამენტის თავმჯდომარის სათათბირო ორგანო. პარლამენტის თავმჯდომარე განსაზღვრავს საბჭოს წევრთა რაოდენობას და ნიშნავს მათ პარლამენტის წევრთაგან, პარლამენტის ბიუროსთან შეთანხმებით. ხაზინადართა საბჭოს უფლებამოსილებანი და საქმიანობის წესი განისაზღვრება ხაზინადართა საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე.".
II. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე ზ.ჟვანია
თბილისი,
2000 წლის 10 მარტი
№209 – IIს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები