საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 174
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 24/02/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 5, 02/03/2000
ძალის დაკარგვის თარიღი 05/04/2004
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
  • Word
174
24/02/2000
სსმ, 5, 02/03/2000
000000000.00.00.000000
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-3 მუხლის „რ” ქვეპუნქტში სიტყვის „პირების” შემდეგ დაემატოს სიტყვები „(გარდა უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერებისა, სხვა კოალიციის თავმჯდომარისა)”.

2. 28-ე მუხლის მე-4 პუნქტში სიტყვების „ფრაქციების თავმჯდომარეები,” შემდეგ ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერები, სხვა კოალიციის თავმჯდომარე”.

3. 31-ე მუხლში სიტყვა „ფრაქციათა” შეიცვალოს სიტყვით „უმცირესობას,”.

4. XI თავის სათაურიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „ფრაქციათა”.

5. 41-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 41

1. პარლამენტში შეიძლება შეიქმნას უმრავლესობა, უმცირესობა და სხვა კოალიცია.

2. საპარლამენტო უმრავლესობა იქმნება როგორც ერთი ფრაქციის, ისე საერთო პოლიტიკური შეხედულების მქონე ორი ან მეტი საპარლამენტო ფრაქციისაგან, მათდამი მიმხრობილი პარლამენტის წევრებისაგან. უმრავლესობაში გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა საერთო რაოდენობა უნდა აჭარბებდეს პარლამენტის წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარს.

3. საპარლამენტო უმცირესობა იქმნება საპარლამენტო უმრავლესობის შექმნის შემთხვევაში, საერთო პლატფორმის საფუძველზე, იმ საპარლამენტო ფრაქციისაგან, ფრაქციებისაგან, მათდამი მიმხრობილი პარლამენტის წევრებისაგან ან მათი ნაწილისაგან, რომლებიც არ გაერთიანებულან უმრავლესობაში. უმცირესობაში გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა საერთო რაოდენობა უნდა აჭარბებდეს უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა რაოდენობის ნახევარს.

4. საპარლამენტო ფრაქციები და პარლამენტის წევრები, რომლებიც არ არიან გაერთიანებულნი უმრავლესობაში ან უმცირესობაში, ითვლებიან მიუმხრობლებად. მიუმხრობლებმა შეიძლება შექმნან სხვა კოალიცია მათი რაოდენობის ნახევარზე მეტის ოდენობით.

5. უმრავლესობა, უმცირესობა, სხვა კოალიცია უფლებამოსილებას იძენენ ბიუროს მიერ რეგისტრაციის შემდეგ. რეგისტრაციისათვის უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერები, სხვა კოალიციის თავმჯდომარე ბიუროს წარუდგენენ განცხადებას, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერების, სხვა კოალიციის თავმჯდომარის და წევრთა ვინაობა. განცხადებას თან უნდა დაერთოს მათი პოლიტიკური პლატფორმა და დებულება უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერების, სხვა კოალიციის თავმჯდომარის და მათში გაერთიანებული ფრაქციების თავმჯდომარეთა ხელმოწერებით.

6. ინფორმაცია უმრავლესობის, უმცირესობის, სხვა კოალიციის რეგისტრაციის შესახებ ეცნობება პარლამენტს და ქვეყნდება „პარლამენტის უწყებანში”.

7. უმრავლესობის, უმცირესობის, სხვა კოალიციის თანამდებობის პირები არიან: უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერები, სხვა კოალიციის თავმჯდომარე; უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერების, სხვა კოალიციის თავმჯდომარის მოადგილეები; უმრავლესობის, უმცირესობის, სხვა კოალიციის მდივნები.

8. უმრავლესობის, უმცირესობის, სხვა კოალიციის საქმიანობას უზრუნველყოფენ მათი აპარატები, რომლებიც იქმნება დადგენილი წესით. აპარატების საშტატო ერთეულთა რაოდენობა განისაზღვრება უმრავლესობაში, უმცირესობაში, სხვა კოალიციაში გაერთიანებულ ფრაქციათა აპარატების საშტატო ერთეულების ხარჯზე.

9. უმრავლესობის, უმცირესობის, სხვა კოალიციის უფლებამოსილებანი განისაზღვრება „საპარლამენტო ფრაქციის შესახებ” საქართველოს კანონით, ამ რეგლამენტით და შესაბამისი დებულებით.”.

6. 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ” ქვეპუნქტში სიტყვა „ფრაქციათა” შეიცვალოს სიტყვით „უმცირესობის,”.

7. 52-ე მუხლის მე-3 პუნქტში სიტყვები „უმრავლესობისა და ფრაქციათა სხვა კოალიციების” შეიცვალოს სიტყვებით „უმრავლესობის, უმცირესობის და სხვა კოალიციის”.

8. 56-ე მუხლის მე-3 პუნქტში სიტყვები „უმრავლესობას და ფრაქციათა სხვა კოალიციას” შეიცვალოს სიტყვებით „უმრავლესობას, უმცირესობას და სხვა კოალიციას”.

9. 59-ე მუხლის პირველ პუნქტს სიტყვის „ფრაქციის,” შემდეგ დაემატოს სიტყვები „უმრავლესობის, უმცირესობის, სხვა კოალიციის”, ხოლო მე-6 პუნქტში სიტყვები „კოალიციათა, უმრავლესობის” შეიცვალოს სიტყვებით „უმრავლესობის, უმცირესობის, სხვა კოალიციის”.

10. 66-ე მუხლის მე-4 პუნქტში სიტყვების „უმცირესობის ლიდერი” შემდეგ დაემატოს სიტყვები „სხვა კოალიციის თავმჯდომარე”.

11. მე-100 მუხლის პირველი პუნქტის ჩამონათვალში სიტყვების „პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე;” შემდეგ დაემატოს სიტყვები „უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერები, სხვა კოალიციის თავმჯდომარე”.

12. 102-ე მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვის „უმრავლესობაში,” შემდეგ დაემატოს სიტყვა „უმცირესობაში,”, სიტყვის „უმრავლესობას,” შემდეგ – სიტყვა „უმცირესობას,”, ხოლო იმავე პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „ფრაქციათა”.

13. 103-ე მუხლის მე-2 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „ფრაქციათა”.

14. 104-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარისა და მისი მოადგილის, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერების, სხვა კოალიციის თავმჯდომარის არჩევის წესი განისაზღვრება შესაბამისად უმრავლესობის, უმცირესობის, სხვა კოალიციის დებულებით.”.

15. 107-ე მუხლის:

ა) პირველ პუნქტში სიტყვების „თანამდებობის პირი” შემდეგ დაემატოს სიტყვები „(გარდა საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარისა და მისი მოადგილისა, უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერებისა, სხვა კოალიციის თავმჯდომარისა)”;

ბ) მე-3 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „(გარდა ფრაქციის თავმჯდომარისა და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეებისა)”.

16. 171-ე მუხლში სიტყვები „უმრავლესობის და ფრაქციათა სხვა კოალიციის” შეიცვალოს სიტყვებით „უმრავლესობის, უმცირესობის და სხვა კოალიციის”.

17. 193-ე მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვების „საპარლამენტო ფრაქციების,” შემდეგ დაემატოს სიტყვები „უმრავლესობის, უმცირესობის და სხვა კოალიციის”.

II.  ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარის მოადგილე               ვ.  ყოლბაია

 

თბილისი,

2000 წლის 24 თებერვალი.

№174 – IIს