დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 121 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 01/02/2000 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 1, 02/02/2000 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/04/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.000000 |
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (საქართველოს პარლამენტის უწყებანი, №13-14.8.04.1998) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. 48-ე მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. 49-ე მუხლის პირველი პუნქტის მეორე წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: "პირველი კვირა ეთმობა კომიტეტების მუშაობას და ადგილებზე ამომრჩევლებთან შეხვედრას, ხოლო მეორე კვირა – პლენარულ სხდომებს".
3. 66-ე მუხლის პირველი პუნქტის მეორე წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: "ბიუროს სხდომები სასესიო პერიოდში იმართება ყოველ ორშაბათს, ხოლო არასასესიო პერიოდში – საჭიროებისამებრ, მაგრამ თვეში ორჯერ მაინც.".
II. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე ზ. ჟვანია
თბილისი,
2000 წლის 1 თებერვალი
№121 – IIს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები