დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 107 |
| დოკუმენტის მიმღები | თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი |
| მიღების თარიღი | 13/04/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110418048, 20/04/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 17/06/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260010.35.123.016059 |
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს
დადგენილება №107
2011 წლის 13 აპრილი
ქ. ქუთაისი
„ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22- ე მუხლის პირველი პუნქტის „ თ“ ქვეპუნქტის, 43- ე მუხლის მე-2 პუნქტის, 44-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63- ე მუხლის საფუძველზე და სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორის შენიშვნების გათვალისწინებით, ქალაქ ქუთაისის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1. შეტანილ იქნეს „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №7 დადგენილების №1 დანართში /თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის დებულება/ შემდეგი ცვლილებები:
1. ამოღებულ იქნეს დანართის V თავის მე-17 მუხლი შემდეგი რედაქციით: „მუხლი 17. სამსახურისა და ტერიტორიული ორგანოების მოსამსახურე“.
2. დანართის V თავის სათაური და მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თავი V. სამსახურისა და ტერიტორიული ორგანოს მოსამსახურე“;
„2. სამსახურისა და ტერიტორიული ორგანოს მოსამსახურეს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ქალაქ ქუთაისის მერი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით“.
მუხლი 2 . დადგენილება ძალაში შევიდეს კანონით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა.ხვადაგიანი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები