,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის N89/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის N89/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 50/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 18/04/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110418038, 19/04/2011
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.016089
  • Word
50/ნ
18/04/2011
ვებგვერდი, 110418038, 19/04/2011
040030000.22.022.016089
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის N89/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის N89/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №50/ნ

2011 წლის 18 აპრილი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის №89/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის №89/ნ ბრძანებაში (სსმ III, 15.09.2010 წ., №117, მუხ. 1733) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) მე-4 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. დირექტორს ჰყავს მოადგილე. დირექტორის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორი მინისტრთან შეთანხმებით. ცენტრის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს დირექტორის მოადგილე.

3. დირექტორის მოადგილის ფუნქციებს განსაზღვრავს დირექტორი.”;

ბ) მე-6 მუხლის:

ბ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ცენტრის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) სტრატეგიული განვითარებისა და მართვის სამსახური;

) ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სამსახური;

) საგანმანათლებლო პროგრამებისა და განათლების აღიარების სამსახური;

დ) რეესტრის წარმოების, აპოსტილისა და ლეგალიზაციის სამსახური;

ე) სამართლებრივი მომსახურების უზრუნველყოფის სამსახური.”;

ბ.ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

6. ცენტრის დირექტორი უფლებამოსილია, სამსახურის ხელმძღვანელის ფუნქციად განსაზღვროს სამსახურის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული კორესპონდენციების განაწილება, კორესპონდენციებში დასმულ საკითხებზე გადაწყვეტილების დროულად მიღების უზრუნველყოფა, მათ შორის ცენტრის იმ კორესპონდენციებზე ხელმოწერა, რომლებზეც გადაწყვეტილება არ მიიღება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.”;

გ) მე-7 მუხლის „შ”-„წ” ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

დ) მე-8 მე-11 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 8. ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სამსახურის ფუნქციები

ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სამსახური:

ა) შეიმუშავებს თვითშეფასების კითხვარის, თვითშეფასების ანგარიშის, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტთა დასკვნის ფორმებს;

ბ) შეიმუშავებს რეკომენდაციებს ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სტანდარტებისა და პროცედურების შესახებ;

გ) ორგანიზებას უწევს ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტების შერჩევას;

დ) ტრენინგების ჩატარებით ხელს უწყობს ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტების პროფესიულ განვითარებას;

ე) გეგმავს ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტთა ვიზიტებს;

ვ) ქმნის ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფებს და დასამტკიცებლად წარუდგენს ცენტრის დირექტორს;

ზ) ცენტრის დირექტორთან შეთანხმებით ახორციელებს საავტორიზაციო და სააკრედიტაციო ვიზიტის მონიტორინგს;

თ) უზრუნველყოფს ავტორიზაციისა და აკრედიტაციის საბჭოების სხდომის თარიღის შეთანხმებას და გამოქვეყნებას, დაინტერესებული მხარეების ინფორმირებას საბჭოს სხდომის შესახებ, საბჭოს წევრებისთვის ექსპერტთა დასკვნების მიწოდებას და დაინტერესებული მხარისათვის საბჭოს გადაწყვეტილების გაცნობას;

ი) განიხილავს ავტორიზაციასა და აკრედიტაციასთან დაკავშირებულ კორესპონდენციას და ამზადებს შესაბამის პროექტებს;

კ) ამზადებს ავტორიზაციასა და აკრედიტაციასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტებს და მონაწილეობს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში;

ლ) ხელს უწყობს ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პირობების შესრულებაზე კონტროლის განხორციელებას;

მ) საგანმანათლებლო დაწესებულებებს და დაინტერესებულ პირებს უწევს კონსულტაციას ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პირობების შესახებ.

    მუხლი 9. საგანმანათლებლო პროგრამებისა და განათლების აღიარების სამსახურის ფუნქციები

საგანმანათლებლო პროგრამებისა და განათლების აღიარების სამსახური:

ა) ხელს უწყობს საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებას, დახვეწასა და შემდგომ განვითარებას;

ბ) ხელს უწყობს თემატური სამუშაო ჯგუფების ჩამოყალიბებას, ახორციელებს მათი საქმიანობის კოორდინაციას და უზრუნველყოფს შემუშავებული დოკუმენტების საფუძველზე საგანმანათლებლო პროგრამების შექმნის თვალსაზრისით კონსულტაციების გაწევასა და რეკომენდაციების შემუშავებას;

გ) ახდენს საგანმანათლებლო პროგრამების დარგობრივ და პროფესიულ სტანდარტებთან შესაბამისობის შემოწმებას;

დ) ახდენს დარგობრივ და პროფესიულ სტანდარტებთან დაკავშირებით საერთაშორისო ტენდენციების შესახებ ინფორმაციის მოძიებას, განზოგადებას და შესაბამისი სამუშაო ჯგუფებისთვის მიწოდებას;

ე) ახდენს საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფორმირებას თანამედროვე პროგრამების შესახებ და ადეკვატური დამხმარე მასალით უზრუნველყოფას; 

ვ) ახორციელებს ერთიან საკვალიფიკაციო ჩარჩოში კვალიფიკაციის შეცვლის, ამოღების ან ახალი კვალიფიკაციის დამატების შესახებ რეკომენდაციების შემუშავებას და დოკუმენტის შემდგომ სრულყოფაზე წინადადებების შეგროვებას;

ზ) ახდენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითადი ერთეულების მიერ წარდგენილი სპეციალობის/სპეციალობების ჩამონათვალის საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებებთან შესაბამისობის დადგენის უზრუნველყოფას;

თ) ცენტრის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციით და მათი პროექტების გათვალისწინებით უზრუნველყოფს საგამომცემლო საქმიანობის განხორციელებას;

) უზრუნველყოფს განათლების აღიარებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობას ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის;

) ახდენს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებას;

) ახდენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარებას;

) ახდენს ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების აღიარებას;

) ახდენს ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, ასევე ლტოლვილების და იძულებით გადაადგილებული პირების განათლების აღიარებას.

    მუხლი 10. რეესტრის წარმოების, აპოსტილისა და ლეგალიზაციის სამსახურის ფუნქციები

რეესტრის წარმოების, აპოსტილისა და ლეგალიზაციის სამსახური:

ა) ახდენს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოებას და მონიტორინგს, დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მიმართავს კანონმდებლობით დადგენილ ზომებს;

ბ) ახორციელებს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტების მობილობის პროცესის ადმინისტრირებას;

გ) ახდენს აკადემიური პერსონალის სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში გადაადგილების პროცესის მონიტორინგს;

დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს რეესტრში დაცული ინფორმაციის დაინტერესებული პირებისათვის მიწოდებას;

ე) ახდენს რეესტრის მომხმარებელთა მომსახურებას;

ვ) უზრუნველყოფს სახელმწიფო დაფინანსების მიღების უფლების მქონე პირთა შესახებ ინფორმაციის გადამოწმებას;

ზ) ზრუნავს რეესტრის პროგრამულ განვითარებაზე;

თ) უზრუნველყოფს შეხვედრების, ტრენინგებისა და კონსულტაციების გამართვას ელექტრონულ მონაცემთა ბაზების საგანმანათლებლო დაწესებულებების ადმინისტრირებაში ინტეგრირების საკითხებზე;

ი) უზრუნველყოფს მობილობის მსურველთა ელექტრონული პორტალის შემუშავებასა და წარმოებას;

კ) ორგანიზაციულად უზრუნველყოფს სტუდენტების მობილობის პროცესს;

ლ) ახდენს დაწესებულების სამართლებრივი აქტების პროექტების შემოწმებას მობილობის საფუძველზე სტუდენტების ჩარიცხვის შესაძლებლობის თაობაზე;

მ) გასწევს კონსულტაციებს რეესტრის წარმოების საკითხებზე;

ნ) ადასტურებს აკადემიური პერსონალის შესაბამის დაწესებულებასთან ასოცირების ფაქტს, ასევე დაინტერესებული პირის მომართვის საფუძველზე ახდენს შესაბამისი მონაცემების შეცვლას;

ო) გასწევს კონსულტაციებს მობილობის პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე და უზრუნველყოფს შესაბამისი კორესპონდენციის მომზადებას;

პ) ახდენს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებას, მათ შორის, ლეგალიზაციასა და აპოსტილით დამოწმებას, ასევე უზრუნველყოფს ნამდვილობის დადასტურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობას ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის.

    მუხლი 11. სამართლებრივი მომსახურების უზრუნველყოფის სამსახურის ფუნქციები

სამართლებრივი მომსახურების უზრუნველყოფის სამსახური:

) უზრუნველყოფს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის განათლების სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების და ნოვაციების გაცნობას;

) უზრუნველყოფს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის სამართლებრივ ხელშეწყობას;

) უზრუნველყოფს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მომზადებული დოკუმენტების სამართლებრივ ექსპერტიზას;

) უზრუნველყოფს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადებაში სამართლებრივი დახმარების აღმოჩენას;

) უზრუნველყოფს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის შრომითი, საიჯარო, შესყიდვების და სხვა სახის ხელშეკრულების პროექტის მომზადებაში სამართლებრივი დახმარების აღმოჩენას.”.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. შაშკინი