„ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურისა და ვადების განსაზღვრის შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2010 წლის 11 ივნისის №17.19.830 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურისა და ვადების განსაზღვრის შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2010 წლის 11 ივნისის №17.19.830 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 08.40.323
დოკუმენტის მიმღები საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
მიღების თარიღი 15/04/2011
დოკუმენტის ტიპი ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110418034, 20/04/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 23/12/2014
სარეგისტრაციო კოდი 300320000.37.101.016043
  • Word
08.40.323
15/04/2011
ვებგვერდი, 110418034, 20/04/2011
300320000.37.101.016043
„ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურისა და ვადების განსაზღვრის შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2010 წლის 11 ივნისის №17.19.830 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)

ქალაქ თბილისის მთავრობის

დადგენილება 08.40.323

2011 წლი 15 აპრილი

ქ. თბილისი

„ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურის და ვადების განსაზღვრის შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2010 წლის 11 ივნისის №17.19.830 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„საქართველოს დედაქალაქის თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის 321 მუხლის მე-4 პუნქტისა და ”ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:

1. „ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურის და ვადების განსაზღვრის შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2010 წლის 11 ივნისის №17.19.830 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების და დაჩქარებული მომსახურების საფასურისა და ვადების განმსაზღვრელ  წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) წესს დაემატოს 52 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 5 2 . ქონების გამოყენებაზე აქტის გამოცემა

1. „ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი წარმომადგენლის განსაზღვრის შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №03.30.99 დადგენილების 62–64 პუნქტებით გათვალისწინებულ ქონების შემდგომ გამოყენებაზე (გარდა ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა) აქტის გამოცემა 30 კალენდარული დღის ვადაში ხორციელდება საფასურის გარეშე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აქტის გამოცემა:

ა) განცხადების მიღებიდან 15 დღის ვადაში – 100 ლარი;

ბ) განცხადების მიღებიდან 10 დღის ვადაში – 200 ლარი;

გ) განცხადების მიღებიდან 5 დღის  ვადაში – 300 ლარი;

დ) განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში – 400 ლარი.

3. იმ შემთხვევაში, თუ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ამ მუხლით გათვალისწინებული აქტის გამოსაცემად აუცილებელია ქ. თბილისის მთავრობის გადაწყვეტილება, ვადის ათვლა დაიწყება ქ. თბილისის მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან.”;

ბ) წესის მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

     „მუხლი 9. ქ. თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებული ან/და 100 % წილობრივი მონაწილეობით არსებული იურიდიული პირებისა  და სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირებისთვის აუქციონის ჩატარება

1. სააგენტო ქალაქ თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებული ან/და 100 % წილობრივი მონაწილეობით არსებული იურიდიული პირებისათვის აუქციონს ატარებს მოქმედი კანონმდებლობისა და ქ. თბილისის მთავრობის დადგენილების შესაბამისად, ხოლო სხვა ფიზიკური ან/და იურიდიული პირებისთვის – მოქმედი კანონმდებლობისა და ხელშეკრულების შესაბამისად.

2. ამ მუხლის 1 -ლი პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ღირებულება განისაზღვრება თითოეული ლოტის საწყისი ღირებულების (ბიჯის გარეშე) 5% -ით;

3. იმ შემთხვევაში, თუ ხორციელდება ქონების სარგებლობის უფლების აუქციონი, მომსახურების ღირებულება განისაზღვრება ლოტის (სარგებლობის უფლების) საზღაურის (ქირის) ერთი თვის შესაბამისი ოდენობით.

4. საქველმოქმედო მიზნებისთვის განკუთვნილ სარეალიზაციო ქონებაზე სააგენტო ქ. თბილისის მთავრობის თანხმობის საფუძველზე, აუქციონს ატარებს უსასყიდლოდ.

5. ამ მუხლით გათვალისწინებული მომსახურების ღირებულებას სააუქციონო ლოტის მესაკუთრე იხდის მხოლოდ ლოტის რეალიზაციის შემთხვევაში.“;

ბ) წესის მე-11 მუხლის მე -2 და მე -3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

2. საფასური გადაიხდება წინასწარ, ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით, შესაბამისი მომსახურების გაწევამდე, გარდა 6 1, მე-8 და მე-9 მუხლებით გათვალისწინებული მომსახურებისა.

3. უნაღდო ანგარიშსწორება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ნაღდი ანგარიშსწორება ხორციელდება ეროვნულ ვალუტაში დადგენილი ფორმის ქვითრის გაცემით.“.

2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

გ. უგულავა