„ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს შექმნისა და მისი წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №08.32.412 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 08.39.322
დოკუმენტის მიმღები საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
მიღების თარიღი 15/04/2011
დოკუმენტის ტიპი ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110418032, 29/04/2011
სარეგისტრაციო კოდი 040030000.37.101.016047
  • Word
08.39.322
15/04/2011
ვებგვერდი, 110418032, 29/04/2011
040030000.37.101.016047
„ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს შექმნისა და მისი წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №08.32.412 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)

ქალაქ თბილისის მთავრობის

დადგენილება 08.39.322

2011 წლი 15 აპრილი

ქ. თბილისი

„ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს შექმნისა და მისი წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ”      ქ. თბილისის მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №08.32.412 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,                  ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:

1. „ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს შექმნისა და მისი წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №08.32.412 დადგენილებით დამტკიცებულ ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს წესდებაში (დებულებაში)” შეტანილ იქნეს ცვლილება და წესდების (დებულების) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სააგენტო უფლებამოსილია, ამ დებულებით განსაზღვრული საქმიანობის გარდა, ასევე განახორციელოს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საშუამავლო საქმიანობა/მომსახურება , საკუთარი სახელით შეიძინოს და განკარგოს ქონება, მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო და არასახელმწიფო მიზნობრივი და არამიზნობრივი პროექტების/პროგრამების განხორციელებასა ან/და დაფინანსებაში.“

2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ქ. თბილისის მერი              გ. უგულავა