დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი წარმომადგენლის განსაზღვრის შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №03.30.99 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 08.41.324 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია) |
| მიღების თარიღი | 15/04/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110418031, 29/04/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 23/12/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260050.37.101.016048 |
ქალაქ თბილისის მთავრობის
დადგენილება №08.41.324
2011 წლის 15 აპრილი
ქ. თბილისი
„ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი წარმომადგენლის განსაზღვრის შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №03.30.99 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:
1. „ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი წარმომადგენლის განსაზღვრის შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №03.30.99 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
ა) დადგენილების 63 და 64 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„63. სააგენტო, ქ. თბილისის მთავრობის გადაწყვეტილების გარეშე, წყვეტს ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული, სარგებლობის ან საკუთრების უფლებით გადაცემულ ქონებაზე ისეთი სამუშაოების წარმოებაზე თანხმობის გაცემის საკითხს, რომლითაც არ მცირდება გადაცემული ქონების ღირებულება. იმ სამუშაოთა წარმოების თაობაზე თანხმობის საკითხზე, რომლითაც მცირდება გადაცემული ქონების ღირებულება, აქტს გამოსცემს სააგენტო ქ. თბილისის მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე.
64. ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული, საკუთრების ან სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონების მესამე პირზე გასხვისების, იპოთეკით, გირავნობით ან სერვიტუტით დატვირთვის, უზუფრუქტით ან აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის შესახებ დაინტერესებული პირის მოთხოვნის საკითხზე , თუკი აღნიშნული ღონისძიებების განხორციელება საჭიროებს მესაკუთრის თანხმობას, აქტს გამოსცემს სააგენტო, ქ. თბილისის მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე.“;
ბ) დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 65 პუნქტი:
„6 5. წინამდებარე დადგენილების 62–64 პუნქტებით გათვალისწინებულ აქტს სააგენტო გასცემს ,,ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურისა და ვადების განსაზღვრის შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2010 წლის 11 ივნისის №17.19.830 დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად.“.
2 . დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ქ. თბილისის მერი გ. უგულავა
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები