დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიის შექმნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 212 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 18/04/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110418029, 18/04/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 15/06/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.08.002.016209 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (18/04/2011 - 19/04/2011)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №212
2011 წლის 18 აპრილი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიის შექმნის შესახებ
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საფინანსო აკადემიის ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემია (შემდეგში – აკადემია ).
2. აკადემიის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.
3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საფინანსო აკადემიის უფლებები და მის მიერ ნაკისრი მოვალეობები განახორციელოს აკადემიამ.
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს:
ა) ამ ბრძანებულების პირველი პუნქტის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;
ბ) აკადემიის დებულების დამტკიცება;
გ) აკადემიის ხელმძღვანელის დანიშვნა.
5. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საფინანსო აკადემიის რეორგანიზაციის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 25 იანვრის №41 ბრძანებულება.
6 . ეს ბრძანებულება, გარდა მე-4 პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებისა , ამოქმედდეს 2011 წლის 20 აპრილიდან .
7 . ამ ბრძანებულების მე-4 პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები