დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ქ. თბილისის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ’’ ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №02.01.32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 08.01.284 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია) |
| მიღების თარიღი | 15/04/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110418028, 20/04/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/11/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 330130000.37.101.016042 |
ქალაქ თბილისის მთავრობის
დადგენილება №0 8. 01.284
2011 წლის 15 აპრილი
ქ. თბილისი
„ქ. თბილისის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ’’ ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №02.01.32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:
1. „ქ. თბილისის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ’’ ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №02.01.32 დადგენილებით დამტკიცებულ „ქ. თბილისის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესში’’ შევიდეს ცვლილება და 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 21. კერძო საკუთრებაში ჭრის განხორციელება
1. დაინტერესებული პირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისას, მათ შორის, იურიდიული პირის კუთვნილი შენობა-ნაგებობის ცალკეული ელემენტების ფუნქციონირების შეზღუდვის ან მათი დაზიანების საფრთხის აღმოფხვრის მიზნით, მესაკუთრეს უფლება აქვს განახორციელოს ჭრა ან ხეების ამოძირკვა-გადარგვა ქ. თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის თანხმობის საფუძველზე. თანხმობის ერთი ეგზემპლარი ეგზავნება ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს.
2. იურიდიული პირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ზეხმელი, ხმობადი და ფაუტი ხეების, ასევე მათი შესაძლო წაქცევით კერძო საკუთრების ან მისი ცალკეული ელემენტებისათვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით, მესაკუთრე ვალდებულია განახორციელოს ჭრა ქ. თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის წერილობითი თანხმობის საფუძველზე. თანხმობის ერთი ეგზემპლარი ეგზავნება ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს.
3. ფიზიკური პირის, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ასევე საჯარო სკოლებისა და ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებული საბავშვო ბაღების ტერიტორიაზე ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი მწვანე ნარგავების, მათ შორის ზეხმელი, ხმობადი და ფაუტი ხეების, შენობა-ნაგებობის ცალკეული ელემენტების ფუნქციონირების შეზღუდვის ან მათი დაზიანების საფრთხის აღმოფხვრის, ასევე მათი შესაძლო წაქცევით კერძო საკუთრების ან მისი ცალკეული ელემენტებისათვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით, ჭრას ახორციელებს გამგეობა ან ქ. თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური.
4. დაინტერესებული პირის მიერ რჩეული ხის მოჭრის ან ამოძირკვა-გადარგვის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა), განცხადებას თან უნდა ერთოდეს მესაკუთრის მიერ „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონით განსაზღვრული აღდგენითი ღირებულების გადახდის ქვითარი.’’.
2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
გ . უგულავა
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები