დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| იმ თანამდებობის პირების ნუსხაში, რომელთაც აქვთ სახელმწიფო საიდუმლოებისათვის კონკრეტული ინფორმაციის მიკუთვნების უფლება, ცვლილებების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 502 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 23/08/1999 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 41(48), 31/08/1999 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/09/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №502
1999 წლის 23 აგვისტო
ქ. თბილისი
იმ თანამდებობის პირების ნუსხაში, რომელთაც აქვთ სახელმწიფო საიდუმლოებისათვის კონკრეტული ინფორმაციის მიკუთვნების უფლება, ცვლილებების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულებით დამტკიცებულ „ნუსხაში იმ თანამდებობის პირებისა, რომელთაც აქვთ სახელმწიფო საიდუმლოებისათვის კონკრეტული ინფორმაციის მიკუთვნების უფლება“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ნუსხას დაემატოს შემდეგი შინაარსის 281 პუნქტი:
„281. დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში:
– ქვეგანყოფილების უფროსები და ზემოთ;
– ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური ქვედანაყოფების პასუხისმგებელი მუშაკები“.
შემდეგ როგორც ტექსტშია.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები