დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 მარტის №24 დადგენილების დანართში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 29 |
| დოკუმენტის მიმღები | წალკის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 15/04/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110418022, 20/04/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 30/07/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.155.016035 |
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №29
2011 წლის 15 აპრილი
ქ. წალკა
„წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 მარტის №24 დადგენილების დანართში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად,
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:
მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 მარტის №24 დადგენილების დანართის მე-2 მუხლის „ბ“ პუნქტის „ბ.ა.“ ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ.ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის დამრღვევ ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირების მიმართ კანონმდებლობით დადგენილი წესით სამართალდარღვევის ოქმის შედგენა (239-ე, 240-ე, 241-ე, 243-ე, 252-ე მუხლები) და კომპეტენციის ფარგლებში კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომების გამოყენება (513, 533, 55, 552, 553, 1191, 1461, 148-ე, 150-ე, 1501, 152-ე, 1522, 159-ე, 1591 მუხლები)“.
მუხლი 2
შევიდეს ცვლილება „წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 მარტის №24 დადგენილების დანართის მე-4 მუხლის პირველ პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება წალკის მინიციპალიტეტის გამგეობის დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში უფროსის უფლება-მოვალეობებს გამგებლის დავალებით ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი სპეციალისტი“.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე დ. მაჩიტიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები