საპენსიო, სოციალური (საოჯახო) და ლტოლვილთა დახმარების თანხების მოძრაობის კონტროლისა და გაცემის სფეროში სამართალდარღვევების თავიდან აცილების შესახებ

  • Word
საპენსიო, სოციალური (საოჯახო) და ლტოლვილთა დახმარების თანხების მოძრაობის კონტროლისა და გაცემის სფეროში სამართალდარღვევების თავიდან აცილების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 205
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 02/05/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 43, 08/05/2002
ძალის დაკარგვის თარიღი 09/10/2006
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
205
02/05/2002
სსმ, 43, 08/05/2002
000000000.00.00.000000
საპენსიო, სოციალური (საოჯახო) და ლტოლვილთა დახმარების თანხების მოძრაობის კონტროლისა და გაცემის სფეროში სამართალდარღვევების თავიდან აცილების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (08/05/2002 - 06/10/2006)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №205

2002 წლის 2 მაისი

ქ. თბილისი

საპენსიო, სოციალური (საოჯახო) და ლტოლვილთა დახმარების თანხების მოძრაობის კონტროლისა და გაცემის სფეროში სამართალდარღვევების თავიდან აცილების შესახებ

საპენსიო, სოციალური (საოჯახო) და ლტოლვილთა დახმარების თანხების მოძრაობის კონტროლისა და გაცემის სფეროში სამართალდარღვევების თავიდან აცილების მიზნით:

1. შესაბამის ბანკებსა და სხვა ორგანიზაციებში საპენსიო, სოციალური და ლტოლვილთა დახმარების თანხების მოძრაობის კონტროლისათვის შეიქმნას სამუშაო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:

აკაკი ზოიძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, ჯგუფის ხელმძღვანელი

ირაკლი ბოჭორიძე – საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური  პოლიტიკისა და მართვის სამსახურის უფროსი

ვასილ გიგოლაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

დავით გოდერძიშვილი – სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე

ივანე ვახტანგიშვილი – საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი

გელა კვაჭანტირაძე – საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსის მოადგილე

ირაკლი კოპლატაძე – სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გენერალური დირექტორი

გაიოზ ნოზაძე – საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე

გია ქობალია – საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სოციალურ საკითხთა სამსახურის რეფერენტი

ლევან ქუთათელაძე – საქართველოს გენერალური პროკურატურის განყოფილების უფროსი

მანონი ხაჩიძე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე.

2. სამუშაო ჯგუფმა თვეში ერთხელ წარმოადგინოს ინფორმაცია საპენსიო, სოციალური (საოჯახო) და დევნილთა დახმარების თანხების მოძრაობისა და მიზნობრივად დროული გაცემის მდგომარეობის შესახებ, აგრეთვე წარმოადგინოს წინადადებები გამოვლენილი დარღვევების დროული აღმოფხვრისა და შესაბამისი თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობის თაობაზე.

3. საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა უზრუნველყოს შესაბამისი ბანკების მიერ საპენსიო, სოციალური (საოჯახო) და დევნილთა დახმარების თანხების მოძრაობის შესახებ სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის თაობაზე თვეში ერთხელ ინფორმაციის წარმოდგენა და ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მათთან თანამშრომლობის გაგრძელების მიზანშეწონილობის საკითხის დროული დასმა.

4. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „საქართველოს ფოსტის“ ხელმძღვანელობა მკაცრად იქნეს გაფრთხილებული და  მიიღოს საგანგებო ზომები საპენსიო, სოციალური (საოჯახო) და დევნილთა დახმარების თანხების გაცემის პროცესის შეუფერხებელი განხორციელების უზრუნველსაყოფად.

5. ეთხოვოს საქართველოს გენერალურ პროკურორს პირად კონტროლზე აიყვანოს საპენსიო თანხების გაცემის სფეროში გამოვლენილი სამართალდარღვევების შესახებ სისხლის სამართლის საქმეების წარმოება მათი ჯეროვანი გამოძიების მიზნით და წარმოადგინოს ინფორმაცია სასამართლო გადაწყვეტილებათა შესახებ.

6. საქართველოს სახელმწიფო საინფორმაციო სამსახურმა ზემოაღნიშნული ჯგუფის მონაცემების საფუძველზე პერიოდულად გამოაქვეყნოს ინფორმაცია საპენსიო თანხების გაუცემლობის მიზეზების შესახებ, ასევე გამოაქვეყნოს ინფორმაცია იმ სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, რომლებსაც აწარმოებს საქართველოს გენერალური პროკურატურა პენსიების, სოციალური (საოჯახო) და ლტოლვილთა დახმარების თანხების დატაცების თაობაზე.

ე. შევარდნაძე