დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების განსახლების, სოციალურ-სამართლებრივ პრობლემათა მოწესრიგების ღონისძიებების სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 26 მარტის №134 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 385 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 22/08/2002 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 85, 26/08/2002 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 26/08/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
wსაქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №385
2002 წლის 22 აგვისტო
ქ. თბილისი
„სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების განსახლების, სოციალურ-სამართლებრივ პრობლემათა მოწესრიგების ღონისძიებების სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 26 მარტის №134 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების განსახლების, სოციალურ-სამართლებრივ პრობლემათა მოწესრიგების ღონისძიებების სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 26 მარტის №134 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში სიტყვები „წალკისა და ნინოწმინდის რაიონების მოსახლეობისაგან საცხოვრებელი სახლების (ბინების) სახელმწიფო შესყიდვების“ შეიცვალოს სიტყვებით „წალკისა და ნინოწმინდის რაიონებში ჩასახლებული სტიქიით დაზარალებული ოჯახების საცხოვრებელი სახლებით დაკმაყოფილების“.
2. მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში სიტყვები „შესყიდული საცხოვრებელი სახლების ბაზაზე“ შეიცვალოს სიტყვებით „გამოყოფილი თანხებით მიზნობრივი სუბსიდირების გზით“.
3. მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში სიტყვები „სახელმწიფო შესყიდვებისათვის“ შეიცვალოს სიტყვებით „ეკოლოგიურ მიგრანტთა ოჯახებისათვის“.
4. მე-9 პუნქტში სიტყვები „შესყიდული საცხოვრებელი სახლების (ბინების) სტიქიით დაზარალებულ ეკოლოგიურ მიგრანტთა ოჯახებზე გადაცემისათვის“ შეიცვალოს სიტყვებით „სტიქიით დაზარალებულ ეკოლოგიურ მიგრანტთა ოჯახების საცხოვრებელი სახლებით დასაკმაყოფილებლად“.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები