დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში მოქმედი დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შემდგომი განვითარების ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 99 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 08/03/2002 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 24, 12/03/2002 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 09/10/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (12/03/2002 - 21/01/2003)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №99
2002 წლის 8 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში მოქმედი დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შემდგომი განვითარების ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში მოქმედი დაწესებულებების საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკური პირობების შემდგომი გაუმჯობესების საფინანსო უზრუნველყოფის დამატებითი მექანიზმების შესაქმნელად:
1. 2003 წლის 1 იანვრამდე „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტითა და მე-5 პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სამოქალაქო მდგომარეობის აქტების რეგისტრაციისათვის, სამოქალაქო მდგომარეობის აქტების აღდგენისათვის, სამოქალაქო მდგომარეობის აქტებში შესწორებებისა და ცვლილებების შეტანისათვის, შესაბამისი მოწმობების ხელმეორედ გაცემისათვის, მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციასთან დაკავშირებული ცნობების გაცემისათვის, საქართველოს მოქალაქეობის შეძენის, მოქალაქეობიდან გასვლისა და მოქალაქეობის აღდგენისათვის, საზღვარგარეთიდან საქართველოში მუდმივად საც-ხოვრებლად შემოსვლის (იმიგრაციის) შესახებ განცხადების განხილვისათვის გათვალისწინებული სახელმწიფო ბაჟის 80 პროცენტი ჩაირიცხოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური შემოსავლების ანგარიშზე, ხოლო 20 პროცენტი – სახელმწიფო ბიუჯეტში.
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ (რ. გილიგაშვილი) იურიდიული და ფიზიკური პირების მომსახურების გაუმჯობესების მიზნით საქართველოს მოქალაქეობის დადგენასთან, საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების დადგენასთან, ქორწინების დამაბრკოლებელ გარემოებათა არარსებობის თაობაზე ცნობის გაცემასთან, ქორწინების რეგისტრაციის ვადის შემცირებაზე, აგრეთვე უცხოელისა და საქართველოს მოქალაქის ქორწინებაზე თანხმობის მიცემასთან დაკავშირებული საქმიანობა განახორციელოს „ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
3. ძალადაკარგულად ჩაითვალოს:
ა) „საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და მისი სისტემის ორგანიზაციების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 27 ივლისის №323 ბრძანებულება;
ბ) „საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში მოქმედი დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შემდგომი განვითარების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 19 მარტის №103 ბრძანებულება.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები