საქართველოს ტერიტორიაზე კასპიის აუზის ნავთობისა და გაზის ერთიან ენერგეტიკულ დერეფანში ტრანსპორტირების პროექტების განხორციელებისათვის საქართველოს პრეზიდენტთან არსებული მეცნიერთა (სპეციალისტთა) კომისიის შექმნის შესახებ

  • Word
საქართველოს ტერიტორიაზე კასპიის აუზის ნავთობისა და გაზის ერთიან ენერგეტიკულ დერეფანში ტრანსპორტირების პროექტების განხორციელებისათვის საქართველოს პრეზიდენტთან არსებული მეცნიერთა (სპეციალისტთა) კომისიის შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 32
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 31/01/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 12, 07/02/2002
ძალის დაკარგვის თარიღი 26/08/2005
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
32
31/01/2002
სსმ, 12, 07/02/2002
000000000.00(0).000.000000
საქართველოს ტერიტორიაზე კასპიის აუზის ნავთობისა და გაზის ერთიან ენერგეტიკულ დერეფანში ტრანსპორტირების პროექტების განხორციელებისათვის საქართველოს პრეზიდენტთან არსებული მეცნიერთა (სპეციალისტთა) კომისიის შექმნის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (07/02/2002 - 25/08/2005)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №32

2002 წლის 31 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს ტერიტორიაზე კასპიის აუზის ნავთობისა და გაზის ერთიან ენერგეტიკულ დერეფანში ტრანსპორტირების პროექტების განხორციელებისათვის საქართველოს პრეზიდენტთან არსებული მეცნიერთა (სპეციალისტთა) კომისიის შექმნის შესახებ

პრაქტიკული რეალიზაციის ფაზაში შევიდა საქართველოს ტერიტორიაზე კასპიის აუზის ნავთობისა და გაზის ერთიან ენერგეტიკულ დერეფანში ტრანსპორტირების „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ ძირითადი საექსპორტო ნავთობსადენისა და „სამხრეთკავკასიური“ გაზსადენის (ბაქო-თბილისი-ერზერუმი) პროექტების განხორციელების პროცესი. საქართველოსათვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული სტრატეგიული პროექტების რეალიზაცია მოხდეს შეუფერხებლად, საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური ინტერესებისა და საერთაშორისო გარემოსდაცვითი, საინჟინრო-ტექნიკური და უსაფრთხოების სტანდარტების მოთხოვნათა სრული დაცვით. ამ პროექტების შესწავლის, ანალიზის, განხილვის, მათი შეფასებისა და ექსპერტიზის, მოსახლეობის სრული ინფორმირებულობის, საჯაროობისა და გამჭირვალობის, აგრეთვე მშენებლობისა და ექსპლუატაციის ყველა სტადიაზე საქართველოში არსებული მდიდარი სამეცნიერო-ტექნიკური პოტენციალის ჩართვის, მისი ეფექტიანი გამოყენების და ამ პროცესებში ქართველი მეცნიერებისა და ექსპერტების აქტიური მონაწილეობის უზრუნველყოფისა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მიერ კანონით მინიჭებული საქართველოს ხელისუფლების მეცნიერული მრჩეველის ფუნქციების ეფექტიანად აღსრულების მიზნით „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის თანახმად:

1. საქართველოს პრეზიდენტის თავმჯდომარეობით საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბაზაზე შეიქმნას მეცნიერთა (სპეციალისტთა) კომისია შემდეგი შემადგენლობით:

 ერეკლე გამყრელიძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი

ალბერტ თავხელიძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი

გურამ თევზაძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი

ოთარ ლორთქიფანიძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დირექტორი, მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი

როინ მეტრეველი – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი

თედო ნინიძე – საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრი

გივი სანაძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი

რამაზ ხუროძე – საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი

მიხეილ ჯიბუტი – საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიკოსი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

2. დაინიშნოს ალბერტ თავხელიძე კომისიის აღმასრულებელ მდივნად.

3. კომისიაში შეიქმნას შემდეგი სპეციალური სამუშაო ქვეკომისიები:

ეკოლოგიის – თავმჯდომარე გივი სანაძე

გეოლოგიის – თავმჯდომარე ერეკლე გამყრელიძე

დემოგრაფია-სოციოლოგიის – თავმჯდომარე გურამ თევზაძე

კულუტურული მემკვიდრეობის დაცვის – თავმჯდომარე როინ მეტრეველი

არქეოლოგიის – თავმჯდომარე ოთარ ლორთქიფანიძე

საინჟინრო-ტექნიკური – თავმჯდომარე რამაზ ხუროძე

იურიდიული – თავმჯდომარე თედო ნინიძე

ეკონომიკური – თავმჯდომარე მიხეილ ჯიბუტი.

ქვეკომისიაში შემავალ წევრთა შემადგენლობას სპეციალური სამუშაო ქვეკომისიის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს კომისიის აღმასრულებელი მდივანი.

4. კომისიამ უზრუნველყოს საქართველოს ტერიტორიაზე კასპიის აუზის ნავთობისა და გაზის ერთიან ენერგეტიკულ დერეფანში ტრანსპორტირების – „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ ძირითადი საექსპორტო ნავთობსადენისა და „სამხერთკავკასიური“ გაზსადენის (ბაქო-თბილისი-ერზერუმი) პროექტების გარემოსდაცვითი, საინჟინრო-ტექნიკური, სოციალურ-ეკონომიკური, სამართლებრივი და სხვა ასპექტების შესწავლა, ანალიზი, განხილვა და შესაბამისი შეფასებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება.

5. კომისიამ სააქციო საზოგადოება საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციასთან (გ. ჭანტურია) ერთად, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 24 აპრილის 151 ბრძანებულებით საქართველოს ტერიტორიაზე კასპიის აუზის ნავთობისა და გაზის ერთიან ენერგეტიკულ დერეფანში ტრანსპორტირების პროექტში დანიშნულია საქართველოს სახელმწიფოს სრულუფლებიან წარმომადგენლად, უზრუნველყოს ამ პროექტების შესწავლის, ანალიზის, განხილვისა და მათი განხორციელების ფართომასშტაბიანი მონიტორინგის პროცესებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში გაერთიანებული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების, საქართველოს სხვა სამეცნიერო და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვა დარგის ექსპერტთა მაქსიმალური მონაწილეობა, აგრეთვე საქართველოს რეგიონებსა და ქალაქებში არსებული სამეცნიერო-პრაქტიკული გამოცდილების გამოყენება.

6. კომისიამ საქართველოს პრეზიდენტს პერიოდულად წარუდგინოს მასალები და შესაბამისი ანგარიში ზემოაღნიშნულ პროექტებთან დაკავშირებით კომისიის მიერ შემუშავებული შეფასებების, დასკვნების, მიღებული რეკომენდაციებისა და გაწეული საქმიანობის შედეგების შესახებ.

7. საქართველოს სამინისტროებმა და უწყებებმა თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში მიიღონ გადაწყვეტილებები პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ კომისიის მიერ საქართველოს პრეზიდენტისათვის წარმოდგენილი დასკვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით.

8. ეთხოვოს სააქციო საზოგადოება საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციას საქართველოს შესაბამის სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად იმუშაოს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, დონორ ორგანიზაციებსა და ნავთობკომპანიებთან, რათა გამონახოს კომისიის მუშაობისათვის საჭირო ფინანსები.

 9. მოწონებულ იქნეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიისა და სააქციო საზოგადოება საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის ინიციატივა საქართველოს ტერიტორიაზე კასპიის აუზის ნავთობისა და გაზის ერთიან ენერგეტიკულ დერეფანში ტრანსპორტირების „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ ძირითადი საექსპორტო ნავთობსადენისა და „სამხრეთკავკასიური“ გაზსადენის (ბაქო-თბილისი-ერზერუმი) პროექტების განხორციელებისათვის „ურთიერთთანამშრომლობისა და პარტნიორობის შესახებ“ ხელშეკრულების დადების თაობაზე.

10. მიზანშეწონილად ჩაითვალოს და დაინერგოს კომისიის მიერ ქვეყნისათვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებისათვის გარემოსდაცვითი, საინჟინრო-ტექნიკური, სოციალურ-ეკონომიკური, სამართლებრივი და სხვა საკითხების შესწავლის, ანალიზის, განხილვის, მონიტორინგისა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავების პრაქტიკა.

ე. შევარდნაძე