საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 32
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 26/11/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 46(53), 01/12/1999
ძალის დაკარგვის თარიღი 05/04/2004
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
  • Word
32
26/11/1999
სსმ, 46(53), 01/12/1999
000000000.00.00.000000
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:

1. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. 201-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. პარლამენტის სასახლეში დაუშვებელია, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის წევრისათვის, ცეცხლსასროლი და ცივი იარაღის ტარება. ამ წესიდან გამონაკლისი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით და საქართველოს პარლამენტის შენობა-ნაგებობებისა და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმით.“.

3. 204-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩაითვალოს „გ“ ქვეპუნქტად, ხოლო პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ“ ქვეპუნქტი:

„ბ) რომელიც სხდომათა დარბაზში გამოცხადდება ცეცხლსასროლი ან ცივი იარაღით;“.

II. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე                                                 ზურაბ ჟვანია.

 

თბილისი,

1999 წლის 26 ნოემბერი.

№32 – Iს