საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/11/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 45(52), 26/11/1999
ძალის დაკარგვის თარიღი 05/04/2004
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
  • Word
6
25/11/1999
სსმ, 45(52), 26/11/1999
000000000.00.000.000000
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 24-ე მუხლში სიტყვა „ოთხ“ შეიცვალოს სიტყვით „ხუთ“.

2. XI თავის სათაურში სიტყვის „უმრავლესობა“ შემდეგ დაემატოს სიტყვა „უმცირესობა“.

3. 41-ე მუხლის:

ა) პირველ, მე-4, მე-6 და მე-7 პუნქტებში სიტყვების „უმრავლესობა“, „უმრავლესობის“ შემდეგ შესაბამისად დაემატოს სიტყვები ”უმცირესობა“, „უმცირესობის“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. უმცირესობა იქმნება საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენლებისაგან, რომლებიც არ არიან საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობაში.“; ხოლო მე-3-7 პუნქტები შესაბამისად ჩაითვალოს მე-4-8 პუნქტებად.

4. 66-ე მუხლის მე-4 პუნქტში სიტყვების „უმრავლესობის ლიდერი“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „უმცირესობის ლიდერი“.

5. 103-ე მუხლის:

ა) პირველ პუნქტს ბოლოში დაემატოს შემდეგი შინაარსის წინადადება: „პარლამენტის თავმჯდომარის ერთი მოადგილე აირჩევა საპარლამენტო უმცირესობის წარდგინებით.“;

ბ) მე-2 პუნქტში სიტყვების „უმრავლესობაში“, „უმრავლესობას“ შემდეგ შესაბამისად დაემატოს სიტყვები „უმცირესობაში“, „უმცირესობას“.

II. ამ დადგენილების I მუხლის მე-4 პუნქტი მოქმედებს 1999 წელს არჩეული საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილების ვადით.

III. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პარლამენტის

 თავმჯდომარე                                                ზ. ჟვანია

 

თბილისი,

1999 წლის 25 ნოემბერი.

№6–Iს