დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ეროვნული უშიშროების კონცეფციის შემმუშავებელი კომისიის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 446 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 28/10/2002 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 108, 04/11/2002 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 26/08/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (04/11/2002 - 25/08/2005)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №446
2002 წლის 28 ოქტომბერი
ქ. თბილისი
ეროვნული უშიშროების კონცეფციის შემმუშავებელი კომისიის შესახებ
1. მიღებულ იქნეს ცნობად, რომ „ეროვნული უშიშროების კონცეფციის შემმუშავებელი კომისიის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 23 აგვისტოს №551 ბრძანებულებით შექმნილმა კომისიამ დაასრულა მუშაობა და მოამზადა ეროვნული უშიშროების კონცეფციის პროექტები.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „ეროვნული უშიშროების კონცეფციის შემმუშავებელი კომისიის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 23 აგვისტოს №551 ბრძანებულება.
3. ეროვნული უშიშროების კონცეფციის არსებული პროექტების შეჯერებისა და საბოლოო ვერსიის შემუშავების მიზნით შეიქმნას სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ირაკლი მენაღარიშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე
ლევან ალექსიძე – საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის მთავარი კონსულტანტი საერთაშორისო სამართლის საკითხებში
გიორგი გაჩეჩილაძე – საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი
როლანდ გილიგაშვილი – საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მირიან გოგიაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ალბერტ თავხელიძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი
დავით თევზაძე – საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ედუარდ კაკაბაძე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე
კობა ნარჩემაშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
თევდორე ნინიძე – საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრი
ნინო ჩხობაძე – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
ლონდერ ცაავა – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე
ვალერიან ხაბურძანია – საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი
თედო ჯაფარიძე – საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი.
ეთხოვოს ირაკლი ბათიაშვილს – საქართველოს პარლამენტის წევრს, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს – მონაწილეობა მიიღოს აღნიშნული კომისიის მუშაობაში.
4. აღნიშნული ბრძანებულების შესრულების კონტროლი განახორციელოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა თ.ჯაფარიძემ.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები