დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 17 |
| დოკუმენტის მიმღები | შუახევის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 08/04/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110418005, 29/04/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 07/02/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320000.35.135.016030 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (29/04/2011 - 27/01/2012)
შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №17
2011 წლის 8 აპრილი
დაბა შუახევი
შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. განისაზღვროს შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგო, თანახმად დანართისა.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 მარტის №11 დადგენილება „შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრის შესახებ“.
3. ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ი. ქათამაძე
შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი
სარგოები
| № | თანამდებობათა დასახელება | თანამდებობრივი სარგო |
| 1 | მუნიციპალიტეტის გამგებელი | 2360 |
| 2 | გამგებლის მოადგილე | 900 |
| 3 | სამსახურის უფროსი | 700 |
| 4 | სახანძრო დაცვის სამსახურის უფროსი | 570 |
| 5 | განყოფილების უფროსი | 500 |
| 6 | გამგებლის თანაშემწე | 450 |
| 7 | მთავარი სპეციალისტი – უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი | 420 |
| 8 | წამყვანი სპეციალისტი – უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი | 400 |
| 9 | სახანძრო დაცვის სამსახურის წამყვანი სპეციალისტი – რაზმის უფროსი – უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი | 320 |
| 10 | სახანძრო დაცვის სამსახურის სპეციალისტი, მეხანძრე – უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი | 280 |
| 11 | დამხმარე მოსამსახურე – მძღოლი | 350 |
| 12 | დამხმარე მოსამსახურე – დამლაგებელი | 250 |
| 13 | გამგეობის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – გამგეობის რწმუნებული | 400 |
| 14 | გამგეობის ტერიტორიული ორგანოს წამყვანი სპეციალისტი – უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი | 300 |
| 15 | გამგეობის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი – უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი | 220 |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები