დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 16 |
| დოკუმენტის მიმღები | შუახევის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 08/04/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110418004, 29/04/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/02/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320000.35.135.016029 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (29/04/2011 - 24/02/2012)
შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №16
2011 წლის 8 აპრილი
დაბა შუახევი
შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. განისაზღვროს შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგო თანახმად დანართისა.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 მარტის №10 დადგენილება „შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრის შესახებ“.
3. ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ი. ქათამაძე
დანართი
შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები
| № | თანამდებობის დასახელება | თანამდებობრივი სარგო ლარებში |
| 1 | საკრებულოს თავმჯდომარე | 2360 |
| 2 | საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე | 1100 |
| 3 | საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე | 650 |
| 4 | საკრებულოს აპარატის უფროსი | 700 |
| 6 | მთავარი სპეციალისტი- უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი | 420 |
| 7 | წამყვანი სპეციალისტი – უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი | 400 |
| 8 | დამხმარე მოსამსახურე – მძღოლი | 350 |
| 9 | დამხმარე მოსამსახურე – დამლაგებელი | 250 |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები