დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში დამატების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2359 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 08/09/1999 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 42(49), 17/09/1999 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 05/04/2004 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.000000 |
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998) 48-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
"3. მორიგი საპარლამენტო არჩევნების წელს არჩევნებამდე 45 დღის განმავლობაში, როგორც წესი, პარლამენტის პლენარული სხდომები არ ტარდება. ამ პერიოდში, საჭიროების შემთხვევაში, პლენარულ სხდომებს იწვევს პარლამენტის თავმჯდომარე თავისი ინიციატივით ან პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის მოთხოვნით, გარდა რეგლამენტის 51-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.".
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე ზ. ჟვანია
თბილისი,
1999 წლის 8 სექტემბერი
№2359 – Iს
დოკუმენტის კომენტარები