დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადებისაგან აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში ანარიცხების გრძელვადიანი ეკონომიკური ნორმატივების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3040 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 26/08/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 29, 18/09/2003 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190.040.000.05.001.001.388 |
საქართველოს კანონი
„საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადებისაგან აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში ანარიცხების გრძელვადიანი ეკონომიკური ნორმატივების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადებისაგან აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში ანარიცხების გრძელვადიანი ეკონომიკური ნორმატივების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №50, 2000 წელი, მუხ.146) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
1. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 და 52 მუხლები:
„მუხლი 51
აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში ფიქსირებული გადასახადიდან ანარიცხის გრძელვადიანი ნორმატივი განისაზღვროს 20%-ის ოდენობით.
მუხლი 52
აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში მცირე ბიზნესის გადასახადიდან ანარიცხის გრძელვადიანი ნორმატივი განისაზღვროს 20%-ის ოდენობით.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს 2004 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
თბილისი,
2003 წლის 26 აგვისტო.
№3040–რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები