„შავი ზღვის აუზის ქვეყნების პიანისტთა თბილისის საერთაშორისო კონკურსის დაარსების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 26 აპრილის №293 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„შავი ზღვის აუზის ქვეყნების პიანისტთა თბილისის საერთაშორისო კონკურსის დაარსების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 26 აპრილის №293 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 206
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 09/06/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 11, 16/06/1997
ძალის დაკარგვის თარიღი 15/08/2006
სარეგისტრაციო კოდი 450100000.05.002.000000
  • Word
206
09/06/1997
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 11, 16/06/1997
450100000.05.002.000000
„შავი ზღვის აუზის ქვეყნების პიანისტთა თბილისის საერთაშორისო კონკურსის დაარსების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 26 აპრილის №293 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

განკარგულება 206 

1997 წლის 9 ივნისი 

ქ. თბილისი

„შავი ზღვის აუზის ქვეყნების პიანისტთა თბილისის საერთაშორისო კონკურსის დაარსების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 26 აპრილის №293 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„შავი ზღვის აუზის ქვეყნების პიანისტთა თბილისის საერთაშორისო კონკურსის დაარსების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 26 აპრილის №293 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მიღებულ იქნეს პიანისტთა თბილისის საერთაშორისო კონკურსის საორგანიზაციო კომიტეტის წინადადება და შავი ზღვის აუზის ქვეყნების პიანისტთა თბილისის საერთაშორისო კონკურსს ეწოდოს პიანისტთა თბილისის საერთაშორისო კონკურსი.

2. ბრძანებულების სათაურიდან და ტექსტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „შავი ზღვის აუზის ქვეყნების“.

3. კონკურსის საორგანიზაციო კომიტეტის შემადგენლობიდან გამოყვანილ იქნეს დავით იაკობიძე.

4. კონკურსის საორგანიზაციო კომიტეტის შემადგენლობაში დამატებით შეყვანილ იქნენ:

ნოდარ გაბუნია    –   თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი, კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე

ირაკლი მენაღარიშვილი  –   საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

რომან მიმინოშვილი     –  საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე

მიხეილ ჭკუასელი   –     საქართველოს ფინანსთა მინისტრი

ზვიად ჭუმბურიძე    –     საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კულტურის, პარტნიორული და ჰუმანიტარული ურთიერთობების დეპარტამენტის  თავმჯდომარე.

  ე. შევარდნაძე