დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3036 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 26/08/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 29, 18/09/2003 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190.020.000.05.001.001.387 |
საქართველოს კანონი
„საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №17, 3.07.96, გვ.18) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული გადასახადების გარდა, აგრეთვე ჩაირიცხება საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული გრძელვადიანი ეკონომიკური ნორმატივების მიხედვით სხვა ბიუჯეტებში გადასაცემი ანარიცხების გამოკლების შემდეგ დარჩენილი მოგების, საშემოსავლო, ფიქსირებული და მცირე ბიზნესის გადასახადების ნაწილი.“.
2. 30-ე მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილ საერთო-სახელმწიფოებრივ გადასახადებთან ერთად, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში აგრეთვე ჩაირიცხება საქართველოს პარლამენტის მიერ მოგების, საშემოსავლო, ფიქსირებული და მცირე ბიზნესის გადასახადებიდან ანარიცხების გრძელვადიანი ეკონომიკური ნორმატივებით განსაზღვრული შემოსავალი.“;
ბ) მე-4 პუნქტის „გ“, „დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.
3. 38-ე მუხლს დაემატოს მე-3 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„3. ფიქსირებული გადასახადისა და მცირე ბიზნესის გადასახადის დაწესებით გამოწვეული სახელმწიფო ფონდების სახსრების მოსალოდნელი კლების კომპენსირება განხორციელდეს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული წესით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2004 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
თბილისი,
2003 წლის 26 აგვისტო.
№3036-რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები