„ინვესტიციების სახელწიფო მხარდაჭერის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„ინვესტიციების სახელწიფო მხარდაჭერის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4518-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 08/04/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110415030, 15/04/2011
სარეგისტრაციო კოდი 240090000.05.001.016276
  • Word
4518-Iს
08/04/2011
ვებგვერდი, 110415030, 15/04/2011
240090000.05.001.016276
„ინვესტიციების სახელწიფო მხარდაჭერის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

 ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №25, 13.07.2006, მუხ. 198) მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ბაკურიანისა და გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიებზე, აგრეთვე ქალაქ ბორჯომის ტერიტორიაზე მიწის (გარდა კერძო საკუთრებაში არსებული მიწისა) განკარგვას, მშენებლობის ნებართვის გაცემასა და მიმდინარე მშენებლობაზე ზედამხედველობას, გზების, წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების მოვლა-პატრონობას, პირველადი სამედიცინო დახმარებისა და სამაშველო სამსახურების მუშაობის უზრუნველყოფას, აგრეთვე ტურიზმის ხელშეწყობისათვის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას და მასთან დაკავშირებული საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზებას საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით ახორციელებს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი. საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, მოახდინოს ამ უფლებამოსილების განსაზღვრული ვადით დელეგირება თვითმმართველ ერთეულზე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                            მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 8 აპრილი.

№4518-I